დანახვისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმ. გიორგის ეკლესია ქართლში, ატენის ხეობაში. ამ ეკლესიაზე ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით: "დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა". ეკლესია თარიღდება ადრინდ. შუა საუკუნეებით, დარბაზულია (6 × 3,6 ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და კონქი, ჩამორეცხილია შელესილობა. სამხრეთიდან აქვს გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე არის შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელი, რ-ის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრ. კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრ-იდან, მთელ სიგრძეზე, ეკვრის მინაშენი, რ-საც კამარა მთლიანად ჩამოქცეული აქვს. ეკლესიას სამხრ-ით და აღმ-ით მცირე ზომის ბაქანი აქვს. დას. ფასადზე კედლის გასამაგრებლად მიშენებულია ოვალური კონტრფორსი. წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ზ.ცინცაძე.