დანდუროვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესროპ ივანეს ძე [29. V(11. VI). 1900, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1964, თბილისი], სპეციალისტი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში. სსრკ მშენებლობისა და არქიტ. აკად. წ.-კორ. (1957), ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1955). 1928 დაამთავრა კიევის პოლიტექ. ინ-ტი. 1944–59 ხელმძღვანელობდა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტს, 1959–64 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის გვირაბების კათედრას. II მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში მონაწილეობდა გვირაბების აღდგენით სამუშაოებში. მისი სახელმძღვანელო "გვირაბები" თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: მეტროპოლიტენები, ტ. 1–2, თბ., 1954–60; Тоннели на путях сообщения, 2-ე изд., М., 1947; Тоннели, М., 1952. ზ. წილოსანი.