დანელია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირან იოსების ძე (15. III. 1923, ფოთი, – 6. II. 1979, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (10. IV. 1945). გვარდიის უფროსი სერჟანტი (მსროლელი-მეტყვიამფრქვევე). 1939 დაამთავრა ფოთის საზღვ. სასწავლებელი. 1942 ივნისიდან მოქმედ არმიაში იყო. ბერლინის შტურმის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის (1947) შემდეგ მუშაობდა ფოთში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.




სარჩევი

დანელია ანა ნიაზის ასული

ა. ნ. დანელია.

(დ.13. X. 1975, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (2002). დ-მ ადრევე გამოავლინა განსაკუთრებული მათ. ნიჭი, უკვე 18 წლის ასაკში ჰქონდა მიღებული სამეცნ. შედეგი რიცხვთა თეორიაში, ხოლო ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი მიენიჭა 27 წლის ასაკში. 1997 დაამთავრა თბილისის სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1999–2006 იყო საქართველოს ტექ. უნ-ტის თანამშრომელი, 2006-იდან თბილისის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორია. მისი სამეცნ. შრომები ეძღვნება ჰარმონიული ანალიზის პრობლემებს, კერძოდ, შეუღლებულ ფუნქციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.







დანელია ბათუ (ბართლომე) ბარნაბას ძე

(დ. 20. VIII. 1950, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი), პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1987). პირველი კრებული "ქალაქი ფრთებქვეშ" 1982 გამოიცა. დ. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "წყნარი ქუჩა" (1986), "ტიხარი" (1987), "მარტოობის ზამთარი" (1997), "მთვარის დღესასწაული" (2003), "შეშლილი ვარსკვლავები" (2006), "მერვე ბგერა" (2008). დ-ს პოეზია გამოირჩევა ინტონაციური მრავალფეროვნებით, იცავს პოეტური ფიქრისა და ლექსის ნოვაციური ფორმების ერთიანობას. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ახმატოვას, გ. აპოლინერის, გ. ბენის, ე. პოსა და სხვათა ლექსები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თარგმანები ცნობილი რუსი პოეტის ი. ბროდსკის ლექსების კრებულებისა: "მოგესალმებით არსაიდან" (1993), "ბროლის კუნძული" (2010) და ბ. პასტერნაკის პოეტური ციკლისა "იური ჟივაგოს ლექსები" (2009). დ-ს ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. 2005 დ-ს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას პრემია. 2009 პოეტური კრებულისათვის "Mirabilis Vita" მიღებული აქვს პრემია "საბა". 2011 მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001). ნ. კუპრეიშვილი.




დანელია გიორგი (გია) ნიკოლოზის ძე

გ. ნ. დანელია.
გ. ნ. დ ა ნ ე ლ ი ა. კადრი ფილმიდან "არ იდარდო".

(დ. 25. VIII. 1930, თბილისი), კინორეჟისორი. სსრკ სახ. არტისტი (1989). დაამთავრა მოსკ. არქიტ. ინ-ტი (1955) და "მოსფილმთან" არსებული უმაღლესი სარეჟისორო კურსები (1958). 1958-იდან დ. "მოსფილმის" წამყვანი რეჟისორია, იქ გადაიღო მხატვრული ფილმები: "სერიოჟა" (1960, ი. ტალანკინთან ერთად. ფილმმა და მისმა რეჟისორმა დ-მ 40-მდე პრემია მოიპოვა სხვადასხვა საერთაშ. კინოფესტივალზე, მ.შ. კანში პირველი პრემია – "ოქროს დაფნის რტო"; კარლოვი-ვარში – დიდი პრიზი "ბროლის გლობუსი"; მექსიკაში – პრიზი "პალენეკეს ოქროს თავი"; ინგლისში, კანადასა და საფრანგეთში – საპატიო დიპლომები; ამერ. პრესის სპეც. პრიზი და სხვ.), "გზა ნავსაყუდელისაკენ" (1962), "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" (1963; სპეც. პრიზი კანის XVII საერთაშ. კინოფესტივალზე; I პრემია მილანში, პრიზები ედინბურგსა და ჩეხოსლოვაკიაში გამართულ საერთაშ. კინოფესტივალებზე), "ოცდაცამეტი" (1965), "არ იდარდო!" (1969; კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" ერთად, სპეც. პრიზი "კონდორი" მარ-დელ-პლატის X საერთაშ. კინოფესტივალზე; პრემია კარტახენის X საერთაშ. კინოფესტივალზე), "მთლად წყალწაღებული" (1973; პრიზი "ოქროს პალმის შტო" კანის საერთაშ. კინოფესტივალზე და პრიზი ესპანეთში საერთაშ. კინოფესტივალზე), "აფონია" (1975), "მიმინო" (1977; სსრკ სახელმწ. პრემია, 1978; ოქროს დიდი პრიზი მოსკ. X საერთაშ. კინოფესტივალზე; ოქროს პრიზი იტალიაში XIX საერთაშ. კინოფესტივალზე), "საშემოდგომო მარათონი" (1979; მთავარი პრიზი "ოქროს დიდი ნიჟარა" სან-სებასტიანის XXVII საერთაშ. კინოფესტივალზე; რსფსრ სახელმწ. პრემია, 1981), "ცრემლის ღვარი" (1982), "ქინ-ძა-ძა" (1986), "პასპორტი" (1991), "ფორტუნა" (2000) და სხვ. დ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, პოეტურობა, დახვეწილი იუმორი. იგი თითქმის ყველა თავისი ფილმის სცენარის ავტორი ან თანაავტორია. მასვე ეკუთვნის "იღბლიანი ჯენტლმენების" სცენარი. დ . წლების მანძილზე რეჟისურის ხელოვნებას ასწავლიდა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინტში. იყო "მოსფილმის" კომედიური და მუს. ფილმების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, საკავშ. სახკინოსთან არსებული უმაღლესი სარეჟისორო კურსების პედ. საბჭოს თავ-რე.

თხზ .: Безбилетный пассажир, М., 2003; Тостуемый пьет до дна, М., 2005. ა. გვენცაძე.





დანელია გიორგი სერგის ძე

გ. ს. დანელია.

(დ. 25. IV. 1923, თბილისი), პათოლოგანატომი. სამეანო-გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ-ერ- თი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1978), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). 1946 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1947-იდან მუშაობს კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1950- იდან განაგებს პათომორფოლოგიის განყ-ბას. იმავდროულად 1969–90 ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრ. პათომორფოლოგიის ლაბორატორიას; 1970–85 საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. სპეციალისტია (ნეონატოლოგ-პათოანატომი). შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრ. ნერვული სისტემისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიასა და ორსულთა სიკვდილის მიზეზებს. 1962–88 გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისათვის – " თ რ ო მ ბ ო ჰ ე მ ო რ ა გ ი უ ლ ი სინდრომის თეორიის შექმნა, აღნიშნული სინდრომის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება და მათი კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა" მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1990). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ .: Некоторые количественные морфологические характеристики структурных перестроек в органах плодов и новорожденных, Сборник материалов симпозиума морфологического и математического моделирования патологических процессов, Кутаиси, 1980.




დანელია კორნელი დავითის ძე

(15. VI. 1934, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 28. IX. 1997, თბილისი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1981). დაამთავრა ქუთ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. 1958–59 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში. 1963-იდან სამეცნ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ძველი ქართული ენის კათედრაზე (1987-იდან ამ კათედრის გამგე). 1988-იდან იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. დ-ს გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ-ჭანურის, ქართ. სალიტ. ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართ. თარგმანების რაობის, გენეზისის, მათში უცხოენოვანი ელემენტების გამოვლენის საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში. მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს (1994).

თხზ. : ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; იოსებ ყიფშიძე – ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, თბ., 1985; აკაკი შანიძე. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1987 (თანაავტ. ზ. სარჯველაძე).

გამოც. : პავლეს ეპისტოლეთა ძველი ქართული ვერსიები, თბ., 1974 (თანაავტ. ქ. ძოწენიძე); ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი. ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები (ტექსტი, ლექსიკონი, გამოკვლევა), ტ. 1, ნაწ. 1–2, თბ., 1987–92; ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები ქართული თარგმანითურთ, ტ. 2, თბ., 1991 (თანაავტ. ა. ცანავა); იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები (ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი), თბ., 1992. ზ. სარჯველაძე.




დანელია ნიკოლოზ დიმიტრის ძე

[1(14). X. 1912, ფოთი, – 27. IV. 1982, მოსკოვი], ინჟინერი, მოსკოვის მეტროს მშენებლობის ერთერთი ორგანიზატორი, რსფსრ დამს. მშენებელი (1977), საპატიო რკინიგზელი (1972). ცნობილი კინორეჟისორის გ. დანელიას მამა. 1928 დაამთავრა მოსკ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი. 1932 მუშაობა დაიწყო მოსკ. მეტროს მშენებლობაზე შახტის უფროსად. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1951-იდან იყო მოსკ. მეტროს მშენებლობის მთ. ინჟინერი, მშენებლობის უფროსის მოადგილე. მუშაობდა აგრეთვე სსრკ სატრანსპ. მშენებლობის სამინისტროში. დიდი წვლილი მიუძღვის თბილ. მეტროს მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით წამყვანი სპეციალისტების ჯგუფმა დაადგინა თბილისში მეტროს მშენებლობის მიზანშეწონილობა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ვ . ჯავრიშვილი.




დანელია ნიკოლოზ თედორეს ძე

[15(28). IX. 1905, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 27. IX. 1977, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967). 1931 დაამთავრა ამიერკავკ. საინჟ.-მელიორ. ინ-ტი თბილისში და იქვე დაიწყო მუშაობა. 1932–38 მუშაობდა მოსკოვში ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად, 1938–45 – ნორილსკის სამთო მეტალ. კომბინატში (1942-იდან ამ კომბინატის წყალმომარაგების პროექტის ავტორი და მთ. ინჟინერი), 1945–48 იყო ბულაჩაურის წყალსადენის სისტემის მშენებლობის მთ. ინჟინერი. 1948–61 ხელმძღვანელობდა საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჰიდროტექ. ლაბორატორიას. 1962–76 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ჰიდრავლიკურ და ჰიდროტექ. ნაგებობათა კათედრის გამგე, ხოლო 1976-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის ჰიდრავლიკის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კათედრის გამგე. მისი შრომები უმთავრესად ეხება წყალმიმღებ ნაგებობათა მშენებლობის საკითხებს. საქართველოში სარწყავი სისტემების მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ჰიდრავლიკა (სახელმძღვანელო), თბ., 1972; Водозаборные сооружения на реках с обильными донными наносами, М., 1964; Новые водозаборные сооружения и водохранилища на горных и предгорных участках рек, М., 1975 (თანაავტ.).




დანელია რევაზ ვალერიანის ძე

(5. V. 1947, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 3. III. 2008, თბილისი), მათემატიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001). 1968 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი მათემატიკის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის ი. ვეკუას სახ. მათ. ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად. 1971–96 პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტის მათემატიკის კათედრაზე. 1981–84 მივლინებული იყო მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე. 1996-იდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართვ. აგრარულ უნ-ტში. იყო უმაღლესი მათ. და თეორ. მექანიკის კათედრის გამგე. დ-ს მეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ჰიდროტექნიკა, კერ- ძოდ, მელიორაცია. მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).





დანელია სერგი იოსების ძე

ს. დანელია.

[15(27). X. 1888, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1963, თბილისი], ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1927), პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტის ფილოს. განყ-ბა (1911). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ხერსონის (1911–12), ფო- თის (1912–14), მიხაილოვოს (ახლანდ. ხაშური) (1914–15), ახალციხის (1915–17) გიმნაზიებში. ასწავლიდა რუს. ენასა და ლიტ-რას, ლათინურსა და ისტორიას. 1927 თსუ-ში შემოიღეს რუს. ლიტ-რის ისტორიის კურსი, რ-ის წაკითხვა დ-ს დაევალა. მან პირველმა წაიკითხა ასევე პედ. და პედ. მოძღვრებათა ისტ. კურსები. 1922 თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრაზე მიიწვიეს ფილოს. დისციპლინათა მასწავლებლად. 1933–47 ხელმძღვანელობდა თსუ-ის რუს. ლიტრის ისტორიის კათედრას. 1949 ბრალად დასდეს კოსმოპოლიტობა და უნ-ტიდან დაითხოვეს. 1954 მუშაობა დაიწყო ფილოს. ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – უნ-ტში რუს. ენის მასჰ წავლებლად. მისი ფილოს. კვლე ვის ძირითადი სფერო იყო ანტ. ფილოს. წინასოკრატული ხანა. ანტ. ფილოსოფიის ისტორიას იგი ყოფს კოსმოლოგიურ და ანთროპოლოგიურ პერიოდებად. კოსმოლოგიურ პერიოდში დასმული იყო ყოფიერების, ბუნებისა და სუბსტანციის საკითხები, ანთროპოლოგიურში – ადამიანის ღირებულების საკითხი. დ-ს მსოფლმხედველობა ორიენტირებულია ღირებულების ფილოსოფიაზე. ახ. ფილოსოფიაში ამ ხაზით განიხილავდა ჟ.-ჟ. რუსოს, კ. ა. ჰელვეციუსისა და ი. კანტის მოძღვრებებს. მას შემუშავებული ჰქონდა მეცნ. ფილოს. ისტორიის აგების პრინციპები: განხილვის ობიექტურობა, ისტ. მასალის იმ თავისთავად ღირებულებათა შემეცნება, რ-ებიც ამოძრავებდნენ განსახილველ ეპოქას და ამ ეპოქის მოაზროვნეებს; მემკვიდრეობითობის დადგენა ისტ. სისტემებს შორის; ფილოს. ისტორიის განხილვა იმანენტურ კანონზომიერებათა შუქზე და წინასოკრატული ფილოს. წყაროთა კრიტიკის მიმართ ისტ.- ფილოლ. მეთოდის გამოყენება. დ-ს ნაშრომი "ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან" (1936) გასული საუკუნის რუს. ლიტ-რის ისტ. პირველი სისტემ. კურსია ქართ. ენაზე (4 გამოცემა). ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, მ. ლერმონტოვის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოისა და სხვა რუსი მწერლების შემოქმედებას. მის შრომებში მოცემულია რუს. ლიტ-რის ზოგიერთი თვალსაჩინო ძეგლის ორიგინ. ფილოს.-სოციოლოგიური ინტერპრეტაცია. თარგმნა გ. ლაიბნიცის "მონადოლოგია" (1940), არისტოტელეს "პოეტიკა" (1944), დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი" (1955), დაუმთავრებელი დარჩა ბ. სპინოზას "ეთიკა" (ინახება მისსავე არქივში) და სხვ. დასაფლავებულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ .: ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტე), ტფ., 1925 (მე-2 გამოც., თბ., 1933); ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა, ტფ., 1925 (გარეკანზე: 1926); ანტიკური ფილოსოფია სოკრატის წინ, ტფ., 1926; ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი, თბ., 1927; სოკრატეს ფილოსოფია, ტფ., 1935 (გარეკანზე: 1936); ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1936; კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, თბ., 1977; ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1978; ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევები, თბ., 1983; Философские исследования, Тб., 1977; Очерки из истории античной и новой философии,Тб., 1986.

ლიტ. : კ ა რ ტ ო ზ ი ა ბ., სერგი დანელია, თბ., 1970 (გამოც. მე-2, თბ., 1989); კ ა რ ტ ო ზ ი ა ბ., კ ე კ ე ლ ი ა ი., სერგი დანელიას ეროვნული მრწამსი, თბ., 2008; კ ო დ უ ა ე., სერგი დანელია, თბ., 1975; უ რ ი დ ი ა ბ., მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან, თბ., 1986. ე . კოდუა.