დანიბეგაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე იაკობის ძე (XIX ს. 20-იანი წწ. – 90-იანი წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1882). ირიცხებოდა კავკ. არმია- ში. 1871 მიენიჭა გენ.-მ. წოდება. 1874–78 იყო თერგის კაზაკთა ჯარის მე-2 სამხ. განყ-ბის ატამანი. კაზაკთა ჯარის სხვადასხვა ბრიგადის მეთაური. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუს.-ოსმ. ომებში (1877–78). დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ოქროს ხმლით "მამაცობისათვის".


დანიბეგაშვილი

Danibegashvili.jpg

რაფიელ იოსების ძე (1778, თბილისი, – XIX ს. 30-იანი წწ.), მოგზაური, გავლენიან ვაჭარ-დიპლომატთა გვარეულობის შთამომავალი. დ-ის პაპა (რაფიელი) ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს ემსახურებოდა, მამა (იოსები) ერეკლე II-ის საიდუმლო დიპლ. მისიას ასრულებდა ინდოეთში (მადრასში) მცხოვრებ სომეხ ვაჭარ შაამირიანთან. ერეკლე II-მ მას დიდი დამსახურებისათვის აზნაურის წოდება და სახელმწ. ჯამაგირი უბოძა, რაც მემკვიდრეობით რაფიელზე გადავიდა (1799). პირველად იგი 17–18 წლის ასაკში გაჰყვა მამას. მომავალმა მოგზაურმა შეისწავლა თურქ., სომხ. და სხვა ენები. დების ოჯახს სახლები და მამულები ჰქონდა თბილისსა და მის მიდამოებში, კერძოდ ახლანდ. ვერის ტერიტორიაზე, ლურჯი მონასტრის შემოგარენში. დ-მა სხვადასხვა მისიით ხუთჯერ (1795–96, 1797–98, 1799– 1814, 1815–20, 1822–27) იმოგზაურა აზიის ქვეყნებში: ინდოეთში (რამდენჯერმე), ბირმაში, ოსმალეთში, ერაყში, ჩინეთში, ავღანეთში, ირანში და სხვ., აქედან ორჯერ – მეფე ერეკლე II-ის, ერთხელ – მეფე გიორგი XII-ის დავალებით. 1815 მოსკოვში რუს. ენაზე გამოიცა მესამე, 15-წლიანი მოგზაურობის ამსახველი წიგნი („Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“), რ-ის ქართ. დედანი დაკარგულია. ტექსტი თარგმნილია დ-ის უშუალო მონაწილეობით, ამას იგი თვითონვე გვამცნობს რუს. იმპ. ალექსანდრე I-ის სახელზე წამძღვარებულ მიმართვაში. ნაშრომში გამოვლენილია ავტორის დიდი დაკვირვების უნარი და აღსაწერი ობიექტების ღრმა ცოდნა; მოცემულია გეოგრ. და ისტ. ცნობები ინდოეთის შესახებ (ბუნება, მოსახლ. ზნე- ჩვეულებანი, ინდოელთა ბრძოლა ინგლ. დამპყრობთა წინააღმდეგ). იგი დეტალურად აღწერს აზიის ხალხთა ხუროთმოძღვრულ ძეგლებს – საცხოვრ. სახლებს, სასახლეებს, ტაძრებს, ციხესიმაგრეებს. მოგზაურობის დროს დ-მა სამჯერ გადაკვეთა ჰიმალაისა და ყარაყორუმის უმაღლესი ქედები, ტიბეტის ზეგანი, კაშგარის ვაკე. რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მას "გუბერნსკი სეკრეტარის" ჩინი უბოძეს. დ-მა მოგზაურობაში გაატარა 30 წელზე მეტი, გაიარა დაახლ. 70 ათ. კმ , აღწერა 10-ზე მეტი სახელმწიფო. მოგზაურობაში გატარებული დროის მიხედვით იგი უტოლდება ისეთ გამოჩენილ მოგზაურებს, როგორებიც იყვნენ ევლია ჩელები, დ. ლივინგსტონი და იბნ ბატუტა. გამოც. : მოგზაურობა ინდოეთში, ს. იორდანიშვილის გამოც., თბ., 1950; თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში, ლ. მარუაშვილის გამოც., თბ., 1963; ოცდაშვიდი წელი აზიის ქვეყნებში, გ. ზარდალიშვილის

გამოც., თბ., 1971; Путешествие Рафаила Данибегашвили, изд. Л. Маруашвили, М., 1961; Путешествие Рафаила Данибегашвили в Индию, Бирму и другие страны Азии 1795–1827, изд. Л. Маруашвили, М., 1969 (რუს., ჰინდი და ინგლ. ენებზე).

ლიტ .: ხ ა რ ა ძ ე კ., ოცდათორმეტი წელი აზიის ქვეყნებში. რ. დანიბეგაშვილის უჩვეულო მოგზაურობანი (1795–1827), თბ., 2008. გ . ზარდალიშვილი. კ. ხარაძე.