დანიელა ურია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ტიპური ნიმუში. სიმღერის ადრესატი – დანიელა ურია, იგივე დანიელ იოსების ძე ჯანაშვილი დაიბადა 1876 კულაშელი ღარიბი ვაჭრის ოჯახში. მამამისი მას აღებ-მიცემობის საიდუმლოს ასწავლიდა, მაგრამ ბუნებრივმა მონაცემებმა – შესანიშნავმა ხმამ და მიმზიდველმა გარეგნობამ – განსაზღვრა მისი მომავალი. იგი მამის დუქანში თავისი სიმღერით, შესანიშნავი ხმით (ლირიკული ტენორი) მრავალ მომხმარებელს იზიდავდა. მისი სიმღერები თანდათან გასცდა კულაშს, გავრცელდა თავდაპირველად ქუთაისსა და საერთოდ იმერეთში, შემდეგ კი გურია-სამეგრელოშიც და ლხინის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. დ. უ. გარდაიცვალა 1926. ეს სიმღერა კი განაგრძობს არსებობას და გადაეცემა თაობიდან თაობას. ა. თელია.