დანიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოსი XIV ს. 80-იან წლებში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში XIV ს. 80–90-იან წლებში შეტანილია "დანიელ აფხაზთა კათალიკოსისა" და მისი შვილის, გიორგი ჭყონდიდლის (რ-იც აქვე მოღვაწეობდა) საერთო აღაპი და მოსახსენიებელი.

ლიტ .: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., აფხაზეთის კათალიკოზი დანიელი, მის წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914; მ ე ტ - რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.