დანილოვის ელჩობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ ა ხ ე თ შ ი 1585, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთის სამეფოში. 1585 ასტრახანის ვოევოდამ რუს. მთავრობის მითითებით კავკასიაში გამოგზავნა ელჩობა, რ-საც მეთაურობდა რუსი დიპლომატი, ასტრახანელ მეთოფურთა ასისთავი, თარჯიმანი რუსინ დანილოვი. დ. ე-ს ევალებოდა შეესწავლა საქართველოსაკენ მომავალი გზები და თვით ქვეყანა. ელჩებმა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს გადასცეს რუს. მეფის თედორე ივანეს ძის წერილი, რ-ითაც იგი მეფეს პოლიტ. კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა. ალექსანდრემ, ელჩების რჩევით, რუსეთში საპასუხო ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ჩერქეზ ხურშიტას შემადგენლობით.

ლიტ. : ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967. ვ. მაჭარაძე.