დანიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს.–დაჰნიმ), ქალაქ- ში გაყიდული უძრავი ქონების მთელი თანხიდან მეფის სასარგებლოდ დაწესებული გამოსაღები – ამ თანხის ერთი მეოცედი ანუ ქონების ფასის 5%. გვიანდ. შუა საუკ. საქართველოში დ-ის ერთი მეათედი ქალაქის მოურავს ეძლეოდა. დ-ის დავთრის მეშვეობით შეიძლებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის დაკარგული საბუთის აღდგენა.

ლიტ .: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., ქალაქური ეკონომიკის ტერმინოლოგიიდან. დანიმი, წგ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, ტ. 4, თბ., 1973. გ. ნადარეიშვილი.