დანინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ა ნ ა ნ ა, დ ა ნ ა, ქართული წარმართული პანთეონის ღვთაება, რ-ის კერპთმსახურება ლეონტი მროველის მიხედვით მეფე საურმაგმა, ხოლო "მოქცევაQს ქართლისაQს" თანახმად, მეფე მირიანმა შემოიღო. აინინას მსგავსად, მისი კერპიც აღუმართავთ "გზასა ზედა მცხეთისასა". ქართ. საისტ. წყაროებში დ-ს სქესისა თუ საკულტო ფუნქციის შესახებ რაიმე მინიშნება არ შემონახულა. ამ სამეფო კერპის შემოღების მიზეზების და ქართლის მთავარ ღვთაებებთან ( არმაზთან , ზადენთან ) დამოკიდებულების გარკვევა არ ხერხდება. შესაძლოა, იგი ქართვ. ტომთა უძველეს ღვთაებებს განეკუთვნებოდა. თუმცა მისი კავშირი არც არაქართ. სამყაროსთანაა გამორიცხული. სახელწ. "დ". მსგავსებას ავლენს მცირეაზიულ ტომობრივ და გეოგრ. სახელწოდებებთან: "დანუნა" (dan), "ადანა" (adn), "დანაი" (dny), მაგრამ დ-ს დაკავშირება მათთან არ ხერხდება (ნ. მარის აზრით, "დანანა" განსახილველია როგორც კავშირი "და", შეზრდილი არაირანული ღვთაების "ნანას" სახელთან, რაც ი. ჯავახიშვილს სარწმუნოდ არ მიაჩნდა.

ლიტ .: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979. გ. გიორგაძე.