დანტე ალიგიერის საზოგადოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ ბ ი ლ ი ს ი ს კ ო მ ი ტ ე ტ ი (SOCIETA "DANTE ALIGHIERI" – COMITATO DI TBILISI), საერთაშორისო იტალიური ასოციაცია, რ-ის ძირითად მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. დ. ა. ს. დაარსდა 1988 იტალ. მწერლის და საზ. მოღვაწის ჯოზუე კარდუჩის ინიციატივით. ახლად დაარსებულ საზ-ბას დანტე ალიგიერის სახელი ეწოდა. 1993 წ. 18 ივლ. ONLUSis (Organizzazione non lucrativa di utilità sociale) #347 დებულების თანახმად, დ. ა. ს-ის საქმიანობა გასცდა იტალიის ფარგლებს და მიენიჭა არასამთავრობო-არაკომერციული საერთაშ. ასოციაციის სტატუსი. იტალ. ენისა და კულტ. დაცვისა და გავრცელების თვალსაზრისით დედამიწის ხუთ კონტინენტზე გახსნილია 500-მდე საზღვარგარეთის კომიტეტი. დ. ა. ს-ის სათავო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქ. რომში. საზ-ბის პრეზიდენტი, 2010 წ. 1 იანვ. მონაცემებით, არის ბრუნო ბოტაი. დ. ა. ს-ის საზღვარგარეთის კომიტეტები დიდ შრომას ეწევიან, რათა სხვადასხვა ერისა და კულტურის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ პირდაპირი გზით ეზიარონ იტალ. ენას, კულტურას, ცივილიზაციას, ხელოვნებას, სპორტს, მოდასა და სხვ. იტალ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1993 წ. 4 ნოემბ. დადებული # 1903 ხელშეკრულების საფუძველზე, დ. ა. ს. გასცემს იტალ. ენის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშ. სერტიფიკატს PLIDA" (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri), დ. ა. ს-ის თ ბ ი ლ ი ს ი ს კ ო მ ი ტ ე ტ ი დაარსდა 2007 კავშირის იურიდ. პირის სტატუსით და რატიფიცირებულია რომის სათავო ოფისის მიერ. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ საქართვ. სრულუფლებიანი ელჩი რომის პაპის წმინდა საყდართან, ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი, საქართვ. ყოფ. ელჩი იტალიაში ზ. გოგსაძე და პროფ. ნ. ცერცვაძე (დ. ა. ს-ის თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი). დ. ა. ს-ის თბილისის კომიტეტ- თან ფუნქციონირებს აგრეთვე PLIDA-ს (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri) სასერტიფიკაციო ცენტრი (2007). აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მოქმედი 500-მდე საზღვარგარეთის კომიტეტიდან მხოლოდ 200-ს გააჩნია PLIDA-ს სასერტიფიკაციო ცენტრი, რაც ამ ცენტრში მომუშავე ქართვ. იტალიანისტების მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. თბილისის PLIDA-ს საგამოცდო ცენტრში, კანდიდატს შეუძლია მოიპოვოს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი იტალ. ენის კომპეტენციის PLIDA-ს 6 (A1, A2, B1, B2, C1, C2) დონის, აგრეთვე PLIDA COMMERCIALE (ბიზნეს იტალიურის) და PLIDA JUNIORS (ე. წ. იუნიორის) საერთაშ. სერტიფიკატები. "PLIDA"-ს დამადასტურებელი B2 დონის სერტიფიკატის ნებისმიერ მფლობელს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს იტალ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო C2 დონის ზემოხსენებული სერტიფიკატით შესაძლებელია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში იტალიური ენის მასწავლებლად მუშაობა. დ. ა. ს-ის თბილისის კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და კულტ. სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და ევრ. ინსტიტუტებთან. დ. ა. ს-ის თბილისის კომიტეტმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში იტალ. საელჩოს დახმარებით "ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის" ბაზაზე "იტალიური ენისა და კულტურის კათედრის" გახსნასა და ფუნქციონირებაში. დ. ა. ს-ის თბილისის კომიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა იტალ. ინსტიტუციებთან, მ. შ. 23 იტალ. უნივერსიტეტისგან შემდგარ კონსორციუმთან ICON. დ. ა. ს-ის თბილ. კომიტეტთან დაარსდა კონსორციუმის საგამოცდო ცენტრი, სადაც დისტანციური სწავლების მეშვეობით საქართვ. მოქალაქეებს იტალიაში წაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ კონსორციუმ ICON-ის ბაკალავრის დიპლომი. ნ. ცერცვაძე.