დანღისის ბრძოლა 1750

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის. დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს (ამჟამად აზერბაიჯანი) და შემდეგ მდ. იორზე ჩამოდგა. ქართლ-კახეთის გაერთ. ლაშქარმა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდ. იორს დაჰყვა და დანღისში, იორალაზნის შესართავთან დადგა. ქართველები მტერს წამოეწივნენ და მძიმე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს. თვით ერეკლე II მეწინავე ჯარში იბრძოდა. დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსკდა და ლტოლვილნიც დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი. დ. ბ-ის შემდეგ დაღ. ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ პატარ-პატარა რაზმები და- თარეშობდნენ ქურდულად.

წყარო: ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; [ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე ო.] ო მ ა ნ მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ ი, მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854. დ . მეგრელაძე.