დარაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი (აღმ. საქართველოში – თ ა ვ თ ა, მ ე რ დ ი ნ ი). ქსოვდნენ ჰორიზ. საქსოვ დაზგაზე 2 ან 4 დგიმით, ქსოვილის ხლართის შესაბამისად. მას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში, განსაკუთრებით სამზითვოდ. საქართვ. შიდა ბაზრებზე დიდი გასავალი ჰქონდა. დ-ის თავშალი ("ქიცი") გავრცელებული იყო დას. საქართველოში, უმთავრესად სამეგრელოში. ნ . აბესაძე.