დარასელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანიონ ალექსის ძე [25. V(7. VI). 1909, სოფ. კახათი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 13. IV. 1954, თბილისი], მწერალი. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1928 საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. XX ს. 20-იან წლებში მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ქართ. პრესაში. პირველი კრებ. "ჩემი ტყვია და ჩემი ლექსები" 1934 გამოაქვეყნა. 1935-მდე მსახურობდა წითელ არმიაში. ჯარიდან დაბრუნებულმა დაამთავრა როსტოვის პედ. ინტი (1940). მისი შემოქმედების მთ. თემაა სამოქალაქო და II მსოფლიო ომების ჰეროიკა, რ-თაც მიუძღვნა მოთხრობები: "მაშინ", "მეკვლე", "ქარი", "ნავარდი", "ბალადა უცხოელ ჯარისკაცებზე"; რომანი "ჩემი შვილი"; პოემა "რუსული გული". დ-ს ეკუთვნის აგრეთვე პოემა "კიკვიძე" (1939) და დრამა "კიკვიძე" (1953), რ-იც დაიდგა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. და თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრებში. იდგმებოდა მისი სხვა პიესებიც: "გამახარე", "უფროსი ძმა", "ოცნება...". მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: რჩეული, თბ., 1956; ომისა და მშვიდობის დღეებში, თბ., 1964; კიკვიძე. – გამახარე. პიესები, თბ., 1976.


დარასელი

ზაზა ვანიონის ძე (20. VI. 1950, თბილისი, – 1. VII. 2001, იქვე), ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკულტეტი (1972). იმავე წლიდან დ-მ მუშაობა დაიწყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში, საქართვ. რადიოს სამეცნ. გადაცემების რედაქტორად, შემდგომ – ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციაში ახალგაზრდული პროგრამების მთ. რედაქტორად (1980–83). 1985 დაინიშნა ს ა ქ ტ ე ლ ე რ ა დ ი ო მ ა უ წ ყ ე ბ ლობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა). 1992-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია "მეორე არხს" (გენ. დირექტორი). ცნობილია აგრეთვე მისი მოთხრობები და ნოველები, მაგ. ნოველა "უჩინარი" (თბ., 1984); თარგმნიდა გ. მარკესის ნაწარმოებებს. დ-ს გარდაცვალებისთანავე დაარსდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია", რ-იც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს.