დარასელია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. დარასელია.

ვიტალი კუხინის ძე (9. X. 1957, ოჩამჩირე, – 13.XII. 1982, თბილისი), ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1967 ოჩამჩირის ბავშვთა სპორტ. სკოლაში, შემდეგ თამაშობდა ადგილ. "ამირანში", 1975-იდან – თბილ. "დინამოში". იყო სსრკ ჩემპიონი (1978), ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, სსრკ თასისა (1976, 1979) და ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი (ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლის ავტორი), ევრ. ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის (1980). 1982 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ჩატარებული აქვს სსრკ ჩემპიონატებში 192 მატჩი (გაიტანა 26 გოლი), თასზე – 25 (4), საერთაშ. – 50(10), მ.შ. ევრ. საკლუბო ტურნირებში – 25(3). 4-ჯერ იყო დასახელებული სსრკ ფეხბურთელთა სიაში: "33 საუკეთესო". დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში. ლიტ .: ლ ო ლ ა ძ ე დ., ვიტალი დარასელია, თბ., 1983. ნ. გუგუშვილი.








დარასელია

მ. დარასელია.

მიხეილ კონსტანტინეს ძე [15(28). VI. 1902, ზუგდიდი, – 22. II. 1997, თბილისი], აგრონომი, ნიადაგმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1955), გეოლ.- მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1928 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის სას.-სამ. ფაკ-ტი. 1928–29 მუშაობდა ოზურგეთის სუბტროპ. კულტურების ცენტრ. საცდელ სადგურში დირექტორად, 1930–74 – ანასეულის ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ნიადაგმცოდნეობისა და მელიორაციის განყ-ბის გამგედ. 1976–88 საქართვ. მეცნ. აკად. სოფ. მეურნ. მეცნ. პრობლემების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი იყო. დაამუშავა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ჩამორეცხილი ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის საკითხები, შეისწავლა საქართვ. ეწერი და წითელმიწა ნიადაგები. დ. იყო ნიადაგმცოდნეთა საერთაშ. საზ-ბის წევრი და საქართვ. ნიადაგმცოდნეობის საზბის პრეზიდენტი (1979–97). მიღებული აქვს სსრკ სახელმწ. პრემია (1951).

თხზ .: Краснозёмные и подзолистые почвы Грузии и их использование под субтропические культуры, Тб., 1949; Динамика почвенных растворов красноземных почв Грузии, Тб., 1974.