დარაქოი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), წალკის ქვაბულში, მდ. ქციის მარცხ. ნაპირას, იმ ადგილას, სადაც მდინარე ერთვის წალკის წყალსაცავს. სათავო სოფელი. ზ. დ. 1540 , წალკიდან 12 კმ. 814 მცხ. (2002). სოფლის ტერიტ. დასახლებული იყო ადრინდ. შუა და გვიანდ. ფეოდ. ხანაში, რაზეც მიუთითებს გვიან გადაკეთებული ეკლესიის არქიტ. დეტალები და სასაფლაო. ეკლესიაზე იყო ქართ. წარწერა, რ-ის კვალი აღარ ჩანს. სოფლის ახლანდ. მცხოვრებნი სომხები არიან, მათი წინაპრები აქ XIX ს-ში დასახლდნენ. დ . ბერძენიშვილი.