დარგუული ენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი სამწერლობო ენა. გავრცელებულია დაღ. ცენტრ. ნაწილში, ახუშის, ლევაშის, სერგოყალის, დახადაევის, ხაიდაყის რ-ნებში. დ. ე-ზე ლაპარაკობს 965 ათ. კაცი (1989). გამოიყოფა დიალექტები: ახუშური (რ-საც ეფუძნება სალიტ. ენა), ურახული, მეჰებური, წუდახარული, მუირული, სირხისა, ხაიდაყური, კუბა- ჩური. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, კუბაჩური იმდენად განსხვავებულია სხვა დიალექტებისაგან, რომ ზოგიერთი მკვლევარი ცალკე ენადაც კი მიიჩნევს. დ. ე-ში გარჩეულია ა, ე, ი, უ მარტივი ხმოვნები, ფარინგალიზებული ა. გრძელი ხმოვნები, როგორც მეორეული ფონემები, გვხვდება მხოლოდ კუბაჩურ დიალექტში. თანხმოვანთა სისტემა დიალექტებ- ში ორნაირია: 1. ხშულთა ოთხეულები და სპირანტთა სამეულები; 2. ხშულთა სამეულები და სპირანტთა წყვილეულები ( აკლია ინტენსიური თანხმოვნები). მორფოლოგიაში გარჩეულია გრამატ. კლასის კატეგორია – სამი (ძირითადად) ან ოთხი (მეჰებურ დიალექტში) კლასი. ძირითადი ბრუნვებია სახ., ერგატივი, მიც., ნათესაობითი. ადგილობრივი ბრუნვები დიალექტების მიხედვით წარმოდგენილია ორი ორბრუნვიანი სერიიდან ხუთ-ექვს სამ- ან ექვსბრუნვიან (ურახულ დიალექტში) სერიამდე. პირის ნაცვალსახელები ზოგ დიალექტში არჩევს ინკლუზივ-ექსკლუზივს. ზმნა იცვლება გრამატ. კლასებისა და პირთა მიხედვით (ე. წ. კლასოვან- პიროვანი უღვლილება). გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია. პრეფიქსული კლასის ნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი (ან კლასის ნიშანი III პირში) – სუბიექტს. უღვლილება სუბიექტურ-ობიექტურია. კუბაჩურში შეიმჩნევა გვარის დიფერენციაციის ჩანასახი. ზმნა დაირთავს მიმართულებისა და ადგილის პრევერბებს (პრევერბთა სისტემა უკეთაა წარმოდგენილი კუბაჩურში). გარდაუვალი ზმნა ნომინატიური კონსტრუქციისაა, გარდამავალი – ერგატიულისა, გრძნობა-აღქმის ზმნები – დატიურისა. დ. ე-ის დამწერლობა შეიქმნა ოქტ. რევ. შემდეგ. 1928-მდე წერდნენ არაბ. შრიფტით, 1928 შემოიღეს ლათ. ანბანი, ხოლო 1938- იდან დამწერლობა ეფუძნება რუს. გრაფიკას.

ლიტ. :А б д у л л а е в С. Н., Грамматика даргинского языка, Махачкала, 1954; Г а п р и н д а ш в и л и Ш. Г., Фонетика даргинского языка, Тб., 1964; Ж и р к о в Л. И., Грамматика даргинского языка, М., 1926; М а г о м е т о в А. А., Кубачинский язык, Тб., 1963;m i s i v e, Мегебский диалект даргинского языка, Тб., 1982; У с л а р П. К., Этнография Кавказа. Языкознание, [т.]5 – Хюркилинский язык, Тфл., 1892; B o u d a K., Beiträge zur kaukasischen und sibirischen Sprachwissenschaft, I. Die darginische Schriftsprache, Lpz., 1937 (Abhandlungen für die Kunde des Morgenlandes, XXII, 4). ა. მაჰომეტოვი.