დარიალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხატვრულ- ლიტერატურული ალმანახი, გამოდიოდა თბილისში 1925 (#1 ოქტ.- ნოემბ.). "დ-ში" იბეჭდებოდა დ. გაჩეჩილაძის, კ. ლორთქიფანიძის, ნ. ჩაჩავას, ს. ჩიქოვანის, გ. მდივნის, შ. რადიანისა და სხვათა ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ლიტ.-კრიტ. წერილები. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ვ. ბახტაძე, კ. კალაძე, ვ. ჟურული, ბ. ჟღენტი, დ. ცაგარელი, გამომცემელი – ჟურნ. "მნათობი". ი. ლორთქიფანიძე.