დარიოს I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარსეთის მეფე (ძვ. წ. 522–486), აქემენიდების გვერდითი შტოს დამფუძნებელი. აგრძელებდა კიროს II-ის საგარეო პოლიტიკას. გააფართოვა სპარს. საზღვრები. გაატარა მრავალი რეფორმა, მოაწესრიგა დაპყრობილ ხალხებთან ურთიერთობის საკითხი, დამორჩილებული ქვეყნები დაყო სატრაპიებად (სამხ.- ადმ. ოლქები). ისტ. კოლხეთის სამხრ. რაიონებში – სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში – მცხოვრები ქართველური ტომები (სასპერები, მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები) შედიოდნენ XVIII და XIX სატრაპიებში. ხოლო ჩრდილოეთით მცხოვრები კოლხები სატრაპიებში არ შედიოდნენ, მაგრამ მათ გარკვეული ვალდებულება ჰქონდათ სპარს. მეფეების მიმართ – ყოველ მეხუთე წელს უწევდათ 100 ბიჭისა და 100 გოგოს გაგზავნა (ჰეროდოტე ).