დარიშხანის მადნები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებიც დარიშხანას ისეთი რაოდენობით შეიცავენ, რომ მათგან დარიშხანისა და მისი ნაერთების ამოღება ეკონომიკურად მიზანშეწონილია. დ. მ-ის ძირითადი მადნეული მინერალებია: არსენოპირიტი, ლელინგიტი, რეალგარი და აურიპიგმენტი. დ. მ. უმ- თავრესად ჰიდროთერმული წარმოშობისაა. ცნობილია აფხაზე- თის, სვანეთის (ცანის დარიშხანის საბადო), მთიანი რაჭის [ ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო ], აგრეთვე შიდა ქართლისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბადოები.