დარსაველიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირან შალვას ძე (დ. 29. XII. 1932, ქუთაისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1957). მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: "წუთისოფელი" (1971), "თეთრი ქვები" (1972), "მზე შემოდგომისა" (1973) და სხვ. რ. გაბრიაძესთან ერთად დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: "კავკასიური რომანსი" (1975), "ლიმონის ტორტი", "მწვერვალთა დამპყრობნი" (ორივე 1977). დამოუკიდებლად გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ფილმები: "სათადარიგო ბორბალი" (1978), "ყვითელი ჩიტი" (1983) და სხვ. ა. გვენცაძე.


დარსაველიძე

გიორგი შოთას ძე (დ. 6. V. 1939, ხონი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). დაამ- თავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინ-ტი (1963). 1968- იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის ნახევარგამტარული მასალებისა და ფერადი ლითონების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. კვლევის თემაა: სტრუქტურული დეფექტები და შინაგანი ხახუნი ბორსა და მის ფუძეზე არსებულ მასალებში.