დარსალია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ (ძაძ) ხარიტონის ძე [29. VIII (10. IX). 1898, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 17. XII. 1977, სოხუმი], აფხაზი მწერალი. 1923 დაამთავრა სოხუმის პედ. ტექნიკუმი, 1928 – ყუბანის სახელმწ. პედ. ინტი. 1928–59 მუშაობდა გაზ. "აფსნი ყაფშის" რედაქციაში, იყო გაზეთის პ/მგ მდივანი. პირველი ლექსი 1919 გამოაქვეყნა, პირველი პიესა "ხატი და ვნებანი" – 1928. 1954 გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული. დ-ს მნიშვნელოვანი კრებულებია "მოთხრობები და პიესები" (1954, 1959), "წყაროსთან" (1967), "რჩეული" (1970), "მოთხრობები" (1977); აგრეთვე მოგონებების წიგნი "ცხოვრებიდან", ვრცელი ისტ. მოთხრობა "მორევი" და სხვ.

თხზ. : მძევალი, თბ., 1968. ' 'ლიტ. : აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975; აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია, თბ., 1978.