დარჩეთის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელ დარჩეთის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) დას. ნაწილში, "გიოაანთ ხოდაბუნზე" (ამ ადგილს "საბურესაც" უწოდებენ) 1974 გამოვლინდა სამაროვანი. გაითხარა ძვ. წ. I – ახ. წ. I სს. ინჰუმაციური ორმოსამარხი. მასში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი 2 სასმისი, ნახევარსფერული ფიალა, ბრინჯაოს გვერგვი, რკალშეზნექილი სამაჯური და რკინის ორთითი. სამაროვნის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 10 -ზე, გამოვლინდა ძვ. წ. I ს. – ახ. წ. II ს. ნამოსახლარი. გადმოცემით აქ ეკლესია მდგარა, რ-იც დაუნგრევიათ. ეკლესიის საძირკვლის გამოსავლენად გაჭრილ სადაზვერვო თხრილში (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური) აღმოჩნდა VI–VIII სს. აღმოსავლეთიდან დასავლე- თისკენ დამხრობილი ქვის კოლექტ. სამარხი (2,2 × 0,9 × 0,7 ), რ-შიც 6 ადამიანის ჩონჩხი იყო. ერთ ჩონჩხს ჰქონდა პირვანდელი მდგომარეობა – დაკრძალული იყო გულაღმა, გულხელდაკრეფილი, თავით დასავლეთისკენ. სამარხ- ში აღმოჩნდა რკინის მშვილდსაკინძის ფრაგმენტები, სარდიონის მძივი, რკინის სამაჯურის ფრაგმენტები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ბრინჯაოს ბეჭდის ნატეხები, ოქროს ცალი საყურე და სხვ. ბრინჯაოს ბეჭდის ფარაკზე გამოსახულია პირდაპირ მდგომი ხელებგაშლილი მამაკაცის ფიგურა, თავზე ადგას ბიზანტ. იმპერატორთა მსგავსი გვირგვინი, რ-იც ჯვრით ბოლოვდება. მასალა დაცულია კახეთის არქეოლ. ექსპედიციის ბაზაში. ნ. მამიაშვილი.