დარჩია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი ილიას ძე (26. III. 1926, ოზურგეთი, – 17. V. 1990, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). 1949 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი. 1949– 50 მუშაობდა თბილ. საქალაქო საბჭოს საჰაერო თავდაცვის შტაბში, 1950–52 – საპროექტო ინ-ტ "თბილქალაქპროექტში" სექტორის უფროსად, 1952–56 – მოსკოვის სამრეწვ. ნაგებობათა ცენტრ. კვლევით ინ-ტში, 1956– 62 – საქართვ. მეცნ. აკად. სამშენებლო საქმის ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად. 1958-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. 1962- იდან მისი ინიციატივით ამ ინტში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიაში პირველი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრა, რ-საც დ. დაარსებიდან ხელმძღვანელობდა. დ-ს კვლევის საგანი იყო რესპუბლიკაში გაზიფიკაციის, თბოფიკაციის, გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემათა დანერგვა და შემდგომი განვითარება.

თხზ .: გათბობა და ვენტილაცია, ნაწ. 1–2, თბ., 1967–71; თბოაირმომარაგება და ვენტილაცია, თბ., 1977.

დარჩია

მამია დომენტის ძე (დ. 2. II. 1929, თბილისი), პედაგოგი. პროფესორი (1985), საქართვ. პედ. საზ-ბის თავ-რე (1993-იდან). 1954 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკტი. იმავე წლიდან მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: იყო თსუ-ის კადრების განყ-ბის გამგე (1967– 71), პრორექტორი ადმ. დარგში (1971–75), გორის პედ. ინ-ტის პედაგოგიკა- ფსიქოლ. კათედრის გამგე (1976–80), საქართვ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინტის დირექტორი (1981–85), რესპ. განათლების მინისტრის მოადგილე (1985–93). 1993-იდან საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზ. აზრის ინ-ტის რექტორი და სამინისტროს კოლეგიის წევრი, ხოლო 1994-იდან საქართვ. მასწავლებელ- თა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის პედ. კათედრის პროფესორი. თხზ .: გაიოზ რექტორი, თბ., 1961; პედაგოგიკის სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1971 (თანაავტ.); საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, თბ., 1987 (თანაავტ.).