დარჩიძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის შუბანის თემ- ში (აჭარის არ), არსიანის ქედის განშტოებაზე, მდ. ჭირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1580 , შუახევიდან 31 კმ . 449 მცხ. (2002). სოფლის სახელწოდება მოდის მკვიდრი მოსახლეობის გვარ-სახელისაგან დარჩი (დაჩი). დ-ში შემორჩენილია შუა საუკ. ნამოსახლარი (გოგლაურის უბანი) და გვიანდ. შუა საუკ. დაზიანებული ციხე მთისუბნის ციხის სახელწოდებით. ი. სიხარულიძე.