დარჯანია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შ. დარჯანია.

შალვა ელიზბარის ძე (დ. 31. V. 1928, ქუთაისი), ინჟინერ-მექანიზატორი. 1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1976–95 იყო სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინტის ჩაის საკრეფი მანქანების განყ-ბის უფროსი. 1995–2000 იყო – საქართვ. სას.-სამ. მანქანათმშენებლობის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინტის "საქაგრომანქანის" პროექტის მთ. კონსტრუქტორი. ჩაის საკრეფი მანქანის – "საქართველოს" შექმნისათვის მიენიჭა ლენინური პრემია (1967, სხვებთან ერთად), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).