დასაბმელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა ბ მ უ რ ა, გამოცანის აჭარული სახელწოდება. ძირითადად გავრცელებულია ზემო აჭარაში, ზოგჯერ იხმარება ზმნური ფორმითაც (დაბმა, აბამს). ტერმინს პირველად ყურადღება მიაქცია ჯ. ნოღაიდელმა.

ლიტ .: ნ ო ღ ა ი დ ე ლ ი ჯ., აჭარული გამოცანები, თბ., 1962; ქართული ანდაზები და გამოცანები. შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს ზ. თანდილავამ, ე. ზოიძემ, ე. დავითაძემ, ბათ., 1976. ფ . ზანდუკელი.