დასავლური მახრჩობელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლური მახრჩობელა

(Eryx jaculus), უშხამო გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სიგრძე 70 სმ აღწევს. გავრცელებულია ჩრდ.-აღმ. აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, წინა და მცირე აზიაში, აღმ-ით – ირანამდე, ჩრდ-ით – ბალკანეთის ნ.-კ-მდე, ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში, დაღესტანში. გვხვდება საქართველოს აღმ. ნაწილში – ქვემო ქართლში, გარეკახეთში, შირაქში. თბილ. მიდამოებში ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში – ველებსა და ნახევრად უდაბნოში, სადაც ქვები და მღრღნელთა სოროებია. იკვებება ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით (პატარ-პატარა მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით), რ-თაც სხეულზე შემოეხვევა და ახრჩობს. ცოცხალმშობია, შობს 10 – 20 ნაშიერს ივლ.-აგვ-ში. მათი სიგრძე 14 სმ აღწევს. საქართველოში ამჟამად უმნიშვნელო რაოდენობითაა. შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში". თ. მუსხელიშვილი.