დასავლურკასპიური ანთროპოლოგიური ტიპი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ერთერთი ანთროპოლოგიური ტიპი. შედის სამხრეთ ევროპეოიდული რასის შემადგენლობაში და წარმოადგენს ინდო-პამირული ანთროპოლოგიური ტიპის ერთ-ერთ (კასპიურ) ვარიანტს. გვხვდება ძირითადად აზერბ. და ქურთულიეზიდურ ჯგუფებს შორის. ეს ტიპი განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული აქსტაფის, ქედაბეკის, დალმამედლის, გერანბოის, გეოქჩაის, მარაზის, შუშის, ნახიჩევანისა და დერბენდის აზერბ. მოსახლეობაში, შემახის, აფშერონის, კონახტენდის ტატ-აზერბაიჯანელებს შორის, თბილისის, აპარანისა და ლაჩინის ქურთებისა და იეზიდების, აგრეთვე შავიზღვისპირელი შაფსუღების ჯგუფებში. დამახასიათებელია თვალებისა და თმის მუქი პიგმენტაცია, ვიწრო თავი და სახე, საშუალოზე მკვეთრად გამოხატული ყვრიმალები, შედარებით სწორი ცხვირი, მათი უმეტესობა საშუალო სიმაღლის ან დაბალია. იხ. აგრეთვე კავკასიის ანთროპოლოგიური ტიპები.

ლიტ. : А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Б у н а к В. В., Антропологический состав населения Кавказа, Тб., 1946; К а с и м о в а Р. М., Антропологические исследования современного населения Азербайджанской ССР, Баку, 1975. მ. აბდუშელიშვილი.