დასავლურქართული ანთროპოლოგიური ტიპი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ანთროპოლოგიური ტიპი. წარმოადგენს სამხრეთ ევროპეოიდული რასის წინააზიური ანთროპოლოგიური ტიპის კოლხური ვარიანტის რეგიონულ ნაირსახეობას. გვხვდება: ბაღდა- თის, ხარაგაულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის (იმერეთი), ხაშურის (ქართლი), ჩოხატაურის (გურია), სამხრ. საქართვ. (მესხეთ-ჯავახეთი), გუდაუთისა და გაგრის (აფხაზეთი), ხაშურისა და სამტრედიის ებრაულ და სხვ. ჯგუფებში. ამ ტიპისათვის დამახასიათებელია სწორი შუბლი, მკვეთრად პროფილირებული სახე, ცხვირის მაღალი უნაგირი, ძლიერ განვითარებული მესამეული თმოვანი საფარველი, დახვეწილი ყვრიმალები, ქუთუთოს ჰორიზონტალური ნაპრალი, ორთოხელური ზედა ტუჩი, უმრავლეს შემთხვევაში ღია ფერის თვალები, მცირე სიმაღლისა და მაღალი ზურგის მქონე ცხვირი, დაბალი და ვიწრო სახე, საშუალოზე მცირე სახის მორფოლოგიური სიმაღლე და სხვ. იხ. საქართველოს ანთროპოლოგიური ტიპები. მ . აბდუშელიშვილი.