დასაქმება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასაქმება 1.jpg

მოქალაქეთა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომი- თი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მათ პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილება- თა დაკმაყოფილებასთან, არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და, როგორც წესი, მოაქვს შრომითი შემოსავალი. დ. რთული სოც.-ეკონ., დემოგრ. და ფსიქოლ. მოვლენაა, რ-ის დარეგულირება შესაძლებელია სისტემური მიდგომით და კომპლ. ღონისძიებების გატარებით. დიდია დ-ის პოლიტ. მნიშვნელობაც, რის გამოც განვი- თარებულ ქვეყნებში მას სახელმწ. პოლიტიკის რანგში განიხილავენ. მსოფლიო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც დ-ის სფეროში გადაუწყვეტელი პრობლემების გამო მთელი რიგი ქვეყნების მთავრობები შეიცვალა. დ. უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რ-შიც ფოკუსირებულია ქვეყნის სოც.- ეკონ. განვითარებაში არსებული მიღწევებიცა და ნეგატიური შედეგებიც. შრომის საერთაშ. სტანდარტებით განსაზღვრულია დ-ის პრინციპები: მოქალაქის უფლება, სრულად განაგებდეს თავის შესაძლებლობებს მწარმოებლური და შემოქმედებითი შრომის სფეროში; მნიშვნელოვანი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობის – შრომის ნებაყოფლობითობის ცხოვრებაში დამკვიდრება, უმუშევრობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაუშვებლობა; ადამიანის უფლება, იმუშაოს იქ და იმდენხანს, რამდენიც მას სურს; თითოეულის უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს მუშაობისა და სწავლის მისთვის მოსახერხებელი რეჟიმი; სახელმწიფოს გაძლიერებული პასუხისმგებლობა მოქალაქეთა შრომის უფლების რეალიზაციის მიზნით; სახელმწიფოს ვალდებულება, განახორციელოს ეკონ., საკანონმდებლო და სოც. ხასიათის ღონისძიებები დ-ის სფეროში მოქალაქეთა უფლებების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს ყველა დონის სახელმწ. ორგანოსა და საბაზრო სტრუქტურების საქმიანობის რაციონალური კოორდინაცია და ყველა სახის რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. დ-თან დაკავშირებულია ცნებები ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, დასაქმებულნი, უმუ- შევრები, დაქირავებულნი, თვითდასაქმებულნი, შრომის ბაზარი , სრული და ეფექტიანი დასაქმება და ა. შ. ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ა დ ა ქ ტ ი უ რ ი მ ო ს ა ხ ლ ე ო ბ ა მოიცავს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩაბმულ პირებს და უმუშევრებს. იგი რაოდენობრივად დასაქმებულებისა და უმუშევრების ჯამის ტოლია. საერთაშ. სტანდარტებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ასაკობრივი ზღვარი (იგულისხმება სამუშაო ასაკი) მკაცრად განსაზღვრული არ არის. აქედან გამომდინარე, ამ კატეგორიის მოსახლ. მინ. ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ზოგან 6 წელსაც კი უდრის (ეგვიპტე), ბრაზილიაში – 10-ს, აშშ-სა და შვედეთში – 16, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგი 14–15 წლით განისაზღვრება, ხოლო საქართველოში – 15 წელია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მინ. ასაკობრივ ზღვართან ერთად ზოგიერთ ქვეყანაში დადგენილია მისი მაქს. ზღვარიც (საერთაშ. სტანდარტებით ასეთი სავალდებულო ზღვარი განსაზღვრული არ არის). მაგ., დანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში იგი 74 წელია, ეგვიპტეში, მალაიზიასა და მექსიკაში – 65. საქართველოში ასეთი ზღვარი 65 წელია (ეს მას არ ართმევს უფლებას შესაძლებლობისა და სურვილის შემთხვევაში შემდეგაც იმუშაოს). დ ა ს ა ქ მ ე ბ უ ლ ნ ი – საერთაშ. სტანდარტებით ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ყველა სფეროში დასაქმებული პირები, მ. შ. ისინიც, რ-ებიც საანგარიშგებო პერიოდის (1 კვირის) განმავლობაში 1 საა- თით მაინც იყვნენ დასაქმებული ანაზღაურებადი სამუშაოთი. დ-ის ერთსაათიანი კრიტერიუმი საქართველოშიც გამოიყენება, რაც საგრძნობლად ცვლის დ-ის რეალურ სურათს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის, ვინც თვეში – 4, წელიწადში კი 48 საათის განმავლობაში იმუშავა, დასაქმებულად ითვლება. შრომისა და სტატისტიკის საერ- თაშ. ორგანიზაციები განასხვავებენ დასაქმებულთა რამდენიმე სახეობას: დაქირავებული მუშაკები, დამსაქმებლები, თვითდასაქმებულნი, სამხ. მოსამსახურეები (როგორც რეგულარულ, ისე დროებით 3 თვეზე მეტი ხნით სამსახურში მყოფნი), ოჯახის ის წევრები, რებიც ფაქტობრივად მუშაობენ, მაგრამ შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს არ იღებენ, სტუდენტები და მოსწავლეები, რ-ებიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობენ შრომით პროცესში და ა. შ.; გარდა ამისა, ზოგიერთი შეიძლება დასაქმებული იყოს რეგულარულად, მაგრამ სრული ან არასრული სამუშაო დროით, ზოგიერთი კი არარეგულარულად, პერიოდულად, სეზონურად და ა. შ. დასაქმებულად ითვლებიან სტუდენტები (რებიც წარმოებისაგან მოწყვეტით სწავლობენ), დიასახლისები ან პენსიონერები, რ-ებიც თავისუფალ დროს ასრულებენ განსაზღვრულ სამუშაოს – უვლიან ბავშვებს ან ატარებენ კერძო გაკვეთილებს და ა.შ.; აგრეთვე სამხ. მოსამსახურეები ან საკუთარი სახლის მშენებლობაზე დასაქმებულნი, რ-ებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, ქმნიან პროდუქციას საკუთარი მოხმარებისათვის (ე. წ. არასაბაზრო წარმოება). დასაქმებულთა შორის გამოიყოფიან დაქირავებული პირები და თვითდასაქმებულნი. დ ა ქ ი რ ა ვ ე ბ უ ლ ა დ ითვლება პირი, რ-იც მუშაობს სახელმწიფო ან კერძო დამქირავებელთან და ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მისაღებად, აგრეთვე ის პირები, რ-თაც აქვთ სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობენ (შვებულება, ავადმყოფობა, დროებითი დათხოვნა სამსახურიდან და სხვ.). თ ვ ი თ დ ა ს ა ქ მ ე ბ უ ლ ნ ი არიან საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით მომუშავე პირები. დ ა მ ს ა ქ მ ე ბ ლ ა დ ითვლება საქართვ. ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფიზ. ან იურიდ. პირი, რ-იც დაქირავებულ შრომას იყენებს. საერთაშ. სტანდარტებით უ მ უ - შ ე ვ რ ა დ ითვლება 15 წლის და მეტი ასაკის პირი, რ-იც გამოსაკვლევი კვირის განმავლობაში არ არის დასაქმებული, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებს სამუშაოს და მზად არის შეუდგეს მუშაობას უახლოეს ორ კვირაში. რეგისტრირებული უმუ- შევარია პირი, რ-იც რეგისტრირებულია დასაქმების სახელმწ. სამსახურში. სამუშაოს მაძიებელია სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი პირი (უმუშევარი ან დასაქმებული), რ-იც რეგისტრირებულია დ-ის სამსახურში და მისი მეშვეობით ეძებს სამუშაოს. დ-თან მჭიდროდ დაკავშირებულია ცნება შ რ ო მ ი ს ბ ა - ზ ა რ ი – საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული რგოლი, სადაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მიწოდების კანონის მოქმედების საფუძველზე რეალიზდება დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესები. სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას- თან ერთად, მცირდება უმუშევრობა და პირიქით. დ-ის სისრულეზე მიუთითებს ცნებები სრული და არასრული დ. საბჭ. კავშირში ს რ უ ლ ი დ. მიღწეულად ითვლებოდა, თუ სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი მოსახლ. 94–96% ჩაბმული იქნებოდა საზ. მეურნეობაში. საბაზრო ეკონ. პირობებში სრული დ. ეკონომიკის ის მდგომარეობაა, რ-ის დროსაც მუშაობის ყველა მსურველი უზრუნველყოფილია მათი პროფ.-კვალიფიციური სტრუქტურის შესაფერისი სამუშაოთი. სრული დ. შეიძლება მიღწეულ იქნეს მოსახლ. შრომაში ჩაბმის როგორც მაღალი, ისე შედარებით დაბალი დონის შემთხვევაში. აქ იგულისხმება შრომაში არა მაქს. ჩაბმა, არამედ დროის მოცემულ მონაკვეთში სამუშაოს მსურველთა უზრუნველყოფა შესაფერისი სამუშაოთი. საბაზრო ეკონ. პირობებში ეფექტიანად ითვლება მოსახლ. ისეთი დ., რ-ისაგან მიღებული შემოსავალი საკმარისი იქნება მათი მორმალური კვლავწარმოებისათვის, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზ-ბის თითოეული წევრის საგანმან. და პროფ. დონის ასამაღლებლად. დ-ის ეფექტიანობის მაჩვენებლებია: მოსახლეობის პროფესიული დ-ის დონე; დაქირავებით დასაქმებულთა ხვედრითი წონა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში; სწავლაში ჩაბმულთა წილი მთელ მოსახლეობაში; მომუშავეთა პროფ.-საკვალიფიკაციო სტრუქტურის სამუშაო ადგილების სტრუქტურისადმი შესაბამისობა; ეკონ. თანამედროვე მოთხოვნებისადმი კადრების მომზადების სისტემის შესაბამისობა და ა. შ. დ-ის დონისა და ეფექტიანობის ამაღლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობაა დ-ის სხვადასხვა სახის პროგრამების (სახელმწიფო, რეგიონული და ა. შ.) შედგენა და რეალიზება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი მოსახლ. დ-ის სფეროში შექმნილი მდგომარეობა არასახარბიელოა (იხ. ცხრ.). მონაცემებიდან ჩანს, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე გამოიკვეთა ეკონომიკურად აქტ. მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, იგივე შეიძლება ითქვას დასაქმებულთა შესახებაც. დასაქმებულთა რაოდენობაში დაქირავებულთა რიცხვი კლებულობს, უმნიშვნელოდ მცირდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა და წილი სამუშაო ძალის საერთო რაოდენობაში. მაღალია უმუშევრობის მაჩვენებლები, კვლავ დიდია სამუშაოს შოვნის იმედდაკარგულთა რაოდენობა. დ-ის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა განპირობებულია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პოლიტ. და ეკონ. ფაქტორებით, აგრეთვე ადგილობრივი გარემოებებით. საქართვ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით ქვეყანაში დაფიქსირებული უმუშევრობის დონის მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სოფლად, ვინაიდან სოფლის მაცხოვრებლებს გადაეცათ მიწის ფართობები, თუმცა წარმოების საშუალებების დეფიციტის გამო ისინი ვერ ან ნაწილობრივ ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს. ქვეყანაში შრომის ბაზრის მდგომარეობა არასტაბილურია. შრომით რესურსებზე მოთხოვნამიწოდებას შორის თანაფარდობა დარღვეულია, მაღალია არასრული დ-ის მაჩვენებელი, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლების დონე ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში დაქირავებულებთან შედარებით მაღალია თვითდასაქმებულთა წილი და ა. შ. საქართველოში დ-ის სფეროში გაწეული მთელი საქმიანობის კოორდინაციას სხვადასხვა დროს "შრომის კომიტეტი", "შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო" ახორციელებდა დასაქმების შესაბამისი სამსახურით (თავდაპირველად შრომის სახელმწიფო ბირჟისა და მისი რეგიონული სამსახურებით, შემდეგ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო), ამჟამად კი აღნიშნულ სფეროს "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" კურირებს.

წყარო : საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (ახლანდ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) სამუშაო ძალის გამოკვლევის მასალები.

  • 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა,

რ-იც არ მუშაობს და არ ეძებს სამუშაოს.

    • გაანგარიშებულია ეკონომიკურად

აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობის მიმართ.

      • გაანგარიშებულია 15 წლისა

და უფროსი ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის მიმართ. მ. ტუღუში.