დასთანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს. – ამბავი, მოთხრობა, რომანი), სპარსული მწერლობისათვის დამახასიათებელი ჟანრი, რ-იც შემდგომ გავრცელდა მახლობელი და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ლიტ-რა- ში. დ. თავდაპირველად ცალკეულ ვრცელ საგმირო თუ რომანულ ეპიზოდებს, ზოგჯერ მთელ პოემებს, ფოლკლორულ ლეგენდებს ეწოდებოდა. მოგვიანებით მოხდა მისი დაკონკრეტება: ხალხური დ. გულისხმობს კლასიკური მწერლობის ნიმუშების ანონიმურ დამუშავებას და ხალხში გავრცელებას. დ-ის პირველი ნიმუშები (ძირითადად ვრცელი ისტ. ხასიათის საფალავნო რომანები) ირანში გაჩნდა XI– XIII სს-ში, რასაც ხელი შეუწყო საქალაქო ცხოვრების აღორძინებამ. ცნობილია სპარს. ხალხ. დების აზერბ., უზბ., ტაჯ., ქურთული, ქართ. ვერსიები.

ლიტ .: გ ვ ა ხ ა რ ი ა ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან (დასთანები), თბ., 1973. ა . გვახარია.