დასტურლამა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ა ს ტ უ რ ლ ა მ ა ლ ი (არაბ.- სპარს. დასთურ ალ-ამალ – ინსტრუქცია, გარიგება, მოქმედების წესი), სახელმწიფო სამართლის ძეგლის ზოგადი სახელწოდება გვიანდ. ფეოდ. საქართველოში. დ-მ დაიკავა ძვ. ქართ. "გარიგების წიგნის" ადგილი (იხ. დასტურლამალი მეფის ვახტანგისა). დ. შედგება ცალკეული, ზოგჯერ სხვადასხვა დროის გარიგების წიგნებისგან, რ-ებშიც აღწერილია მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, სახელმწ. დაწესებულებათა აგებულება, საქალაქო წყობილება, გადასახადების რაოდენობა- სახეობანი და სხვ. ი. ი. სურგულაძე.