დასტურლამალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ე ფ ი ს ვ ა ხ ტ ა ნ გ ი ს ა, ძვ. ქართული სახელმწიფო- ადმინისტრაციული სამარ- თლის ძეგლი. იგი სხვადასხვა დროს შედგენილი დ-ების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებულია, რ-იც ვახტანგ VI-მ 1707–09 სისტემურად დაალაგა, ზოგი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია. ძეგლი შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან – სამეფო დ. და სადედოფლო დ. სადედოფლო დ. თავდაპირველად გიორგი XI-ს შეუდგენია 1683–89. დ. განკუთვნილი იყო ქართლის სამეფოსათვის. დ-ის შედგენით ქართლის მეფე ცდილობდა თავისი ხელისუფლების განმტკიცებას – ერთიანი სამართ. პოლიტიკის გატარებას და ფეოდალთა თვითნებობის ალაგმვას. დ-ში აღწერილია სასახლეში მიღებისა და ნადიმობის წესები. მოპატიჟების წესი და მაგიდასთან მტკიცედ განსაზღვრული ადგილი გამოხატავდა მოპატიჟებულის მდგომარეობას ფეოდ. იერარქიაში. სასახლის მთავარი განმკარგულებელი იყო სახლთუხუცესი რ-საც მოხელეთა მთელი შტატი ექვემდებარებოდა. რადგან ნადიმობას საქმიანი მხარეც ახლდა, ამიტომ მას მდივანიც უნდა დასწრებოდა. ძეგლში დახასიათებული არიან ცენტრ. და ადგილ. მმართველობის მოხელეები. დ-ის მიხედვით, ცენტრ. მმართველობა შემდეგი სახით წარმოგვიდგება: სამეურნეოადმ. (სახლთუხუცესი, ნაზირი, მოლარე და სხვ.), საპოლიციო (ეშიკაღასბაში, ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, იასაული და სხვ.), სასამართლო (მდივანბეგი, მდივანი, სასამართლოს იასაული და სხვ.), სამდივნო (მდივნები, მორდალი, მწერალი და სხვ.), სამონადირეო (მონადირეთუხუცესი, ბაზიერთუხუცესი, ბაზიერი და სხვ.), სამეჯინიბეო (მეჯინიბეთუხუცესი, მეჯინიბეები, ზინდრები ანუ ცხენის შემკაზმველები და სხვ.), მეფის დაცვა (ყულარაღასი, ყორჩიბაში, უზბაშები და სხვ.). 337 ადგილ. მოხელეობის ფუნქციები ჰქონდათ სარდლებს, არაგვისა და ქსნის ერისთავებს, მოურავებს, ნაცვლებს, მამასახლისებსა და ხევისთავებს (ხევისთავი წელიწადში ერთხელ ჩამოივლიდა მისდამი რწმუნებულ სოფლებს ქურდების გამოსავლენად). ქალაქის მმართველობის სათავეში იდგა მოურავი, რ-საც ჰქონდა ადმ. და სასამართლო ფუნქციები. მას ჰყავდა მოადგილე – მოურავის ნაცვალი. ქალაქის მოხელეები იყვნენ აგრეთვე მელიქი და მამასახლისი. განსაკუთრებით დიდია დ-ის მნიშვნელობა მაშინდელი საქართვ. ეკონ. მდგომარეობის შესასწავლად. მასში დაწვრილებით არის გათვალისწინებული საგლეხო გადასახადები მეფისა და დედოფლის მამულებში. სამეფო და სადედოფლო გლეხებისათვის ერთიანი გადასახადების დაწესება საკანონმდებლო გზით პროგრ. ნაბიჯი იყო. დ. კრძალავდა სამეფო და სადედოფლო სოფლებში მოხელეების თვითნებობას და მაგალითსაც აძლევდა ფეოდალებს გადასახადების დაწესებაში. დ-ის მიხედვით, გლეხებს ევალებოდათ სახელმწიფო, სამოხელეო, საფეოდალო, ექსტრაორდინარული ანუ ფეოდალის ოჯახში მომხდარ რამე შემთხვევასთან (ქორწილი, სიკვდილი და სხვ.) დაკავშირებული და საეკლ. გადასახადების გადახდა. დ. ერთადერთი ძეგლია, რ-იც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ქართლში ჩამოსახლებული თურქული მოდგმის ტომების – ელების ისტ. და ეკონ. წყობის შესახებ. ძეგლში დასახელებულია ქართლისა და კახეთის საზღვრები, ცალკე (203-ე) პარაგრაფია მიძღვნილი მეფის დასაფლავების ცერემონიისადმი და სხვ. დ. პირველად პ. უმიკაშვილმა გამოსცა (1886), შემდეგ – ი. დოლიძემ (1965), ი. სურგულაძემ (1970). 1725 შედგენილი სპარს. დ. ინგლ. თარგმანითურთ გამოსცა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ ვ. მინორსკიმ (1943). მისი აზრით, ქართ. დ. შინაარსით სპარსულის იდენტურია. ქართ. და სპარს. დები ერთმანეთს შეადარა ვ. ნ. გაბაშვილმა (1949) და დაასაბუ- თა, რომ დ. ქართული სახელმწ. სამართლის ორიგინ. ძეგლია.

პუბლ .: ქართული სამართლის ძეგლები, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970. ი. ი. სურგულაძე.