დატერასება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერდობის ზედაპირის ხელოვნური შეცვლა სასოფლო- სამეურნეო და ტყის კულტურების უკეთ გამოსაყენებლად და ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ საბრძოლველად. არის ბექობისებრი, საფეხურისებრი, ტრან- შეისებრი ტერასები და ტერასა- თხრილი. ბ ე ქ ო ბ ი ს ე ბ რ დ-ს მაშინ მიმართავენ, როცა ფართობის ქანობი 0,12-ს არ აღემატება. ბუნებრივი ქანობის შეუცვლელად აკეთებენ 18–50 სიგანის ტერასებს, რ-თა ბოლოებში თხრილია, მასში გროვდება ზედაპირული ჩამონადენი წყალი და ჩადის წყალმიმღებში. ასეთი დ. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, განსაკუთრებით პატარა მდინარეთა ხეობებში (მდ. ატენის ხეობა, გორის მუნიციპალიტეტი). ს ა ფ ე ხ უ რ ი ს ე ბ რ ი დ-ის დროს იცვლება ფართობის ქანობი. მას იყენებენ 0,12–0,25 ქანობიან ფერდობებზე ციტრუსების, ვენახისა და ხეხილის გასაშენებლად. საქართველოში საფეხურისებრ დ-ს უძველესი დროიდან იყენებენ (მესხეთი). ტ რ ა ნ შ ე ი ს ე ბ რ დ-ს მიმარ- თავენ ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად. ტ ე რ ა ს ა - თ ხ რ ი ლ ს აკეთებენ იმ რ-ნებში, სადაც ხშირი კოკისპირული წვიმა იცის და ძლიერი ქანობის (0,3–1) ფერდობებზე მცირე სისქის ნიადაგებია. დ-ის დროს მთავარი ყურადღება ექცევა ტერასის სიგანეს, გვერდებს, ქანობსა და ტერასებს შორის ადგილს – ბერმას. დ-ისთვის იყენებენ ბულდოზერებსა და სხვა მიწასათხრელ მანქანებს, აგრეთვე სპეც. დამტერასებელ მანქანებს – ტერასორებს. ო. ცუცანაშვილი.