დატირება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრი, მიცვალებულის ტირილით გლოვა, მოთქმა-გოდება; გამოხატავს ჭირისუფალთა მწუხარებას. დ. შეიძლება იყოს ინდივიდ. და ჯგუფური, ასრულებენ ქალებიც და მამაკაცებიც. ის იმპროვიზებულია, შემსრულებლები ხშირად იყენებენ ტრად. ლექსებს, აფორიზმებსა და ფრთიან გამონათქვამებს; დ-ს უკავშირდება ფოლკლორული ჟანრები – საგმირო, სატრფიალო, სახოტბო ლექსები და სხვ. მისი სახეობებია: მოთქმა, ხმით ტირილი, ძახილით ტირილი, მოხსენიება.

ლიტ .: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ქ., სამგლოვიარო ლექსები, წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, [ტ.] 1, თბ., 1960; წ ე რ ე თ ე ლ ი ა., მოთქმით ტირილი, «დროება», 1875, # 85. ნ. შამანაძე .