დაუსწრებელი განათლება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარმოებისაგან მოუწყვეტლად სა- შუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება დაუსწრებელი სწავლების სისტემის საშ. და უმაღლეს სასწავლებლებში ან მათ დაუსწრებელ განყბებსა და ფაკ-ტებზე. სსრკ-ში 1938- მდე დ. გ-ის ქსელი ვითარდებოდა ერთიანი გეგმის გარეშე, არ იყო დადგენილი მსმენელთა მიღების რაოდენობა, სწავლების ვადა და სასწ. რეჟიმი. დაუსწრებელ სწავლებაში ჩაბმული მსმენელები არ იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო სახელმძღვანელოებით, მეთოდური ხასიათის დამხმარე ლიტრითა და სასწ. პროგრამებით. 1938 წ. 29 აგვ. დადგენილებით დაწესდა დაუსწრებელი სწავლების შემდეგი ორგანიზებული ფორმები: 1. დაუსწრებელი განყ-ბები სტაციონარულ უმაღლეს სასწავლებლებთან; 2. დაუსწრებელ ინ-ტებში უმაღლესი განათლების მიღება დაუსწრებლად სხვადასხვა ფაკ-ტსა და სპეციალობაზე. უნ-ტებში, პედ. და სამასწავლებლო ინ-ტებში, სოც.- ეკონ. უმაღლეს სასწავლებლებში, ტექ. უმაღლეს სასწავლებლებში, სას.-სამ. უმაღლეს სასწავლებლებ ში, ტრანსპ. და კავშირგაბმ. უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა ბევრი საორიენტაციო ღონისძიება, მსმენელები განთავისუფლდნენ სწავლის ქირისაგან. ჩამოყალიბდა დაუსწრებელი პედ. ინ-ტი (შემდეგ შეუერთდა თსუ-ის დაუსწრებელ განყ- ბას). დროთა განმავლობაში დ. გ-ის ხვ. წ. განათლების სისტემაში იცვლებოდა. დაუსწრებელი სწავლების ზოგიერთი უმაღლესი ინ-ტი, განყ-ბა და ფაკ-ტი დაიხურა. 1996 დაუსწრებელი სწავლების განყ-ბა ჰქონდა შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს: თსუ-ს, საქართვ. ტექ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. საქართვ. აგრარ. უნ-ტებს, საქართვ. ზოოტექ. სავეტერინარო სასწ. კვლევით ინ-ტს, საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიას, თბილ. ეკონ. ურთიერთობათა ინტს, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის, ქუთ. და ი. მუსხელიშვილის სახ. ქუთ. ტექ. უნ-ტებს, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის პედ. ინ-ტს, ცხინვალის პედ. ინ-ტის ქართ. სექტორს (გორი), საქართვ. სუბტროპ. მეურნ. (ქუთაისი), საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტებს. დაუსწრებელი სწავლების განყ-ბა მოქმედებდა აგრეთვე ჰუმანიტარული პროფილის ზოგიერთ კერძო სასწავლებელში. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის (2004) თანახმად, დ. გ-ის ქსელი საქართველოში გაუქმდა. ნ. გორელაშვილი.