დაუჯდომელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა კ ა თ ი ს ტ ო (ბერძნ. akathistos), საგალობელი; თავდაპირველად იყო მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სამადლობელი საგალობელი. გადმოცემით, ღვთისმშობელს მიეწერება ბიზანტ. დედაქალაქ კონსტანტინოპოლის სასწაულებრივი გადარჩენა შემოსეული მტრისაგან. ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა საგალობელი დ., რ-იც მუხლმოუდრეკლად, დაუჯდომლად, ფეხზე მდგომთ (აქედან არის სახელწოდებაც) უნდა წარმოეთქვათ. დ-ის ტექსტი ქართულად ადრე ითარგმნა. ის მარხვანის შემადგენელი ნაწილი იყო და დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათ დღეს გალობდნენ. მოგვიანებით მისი ტექსტი შეიტანეს ჟამნებში და ჟამნგულანებში. ყველაზე ადრინდ. ხელნაწერები, რ-შიც დ-ის ქართ. ტექსტია დამოწმებული, არის 1052-ით დათარიღებული სინური ხელნაწერი, ნუსხა # 5 ("იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი, რომელსაც დაუჯდომელი ეწოდების, ბერძნულად აკათისტო") და XI ს. – პარიზი-5 ("იბაკონი ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისანი"). დ-ის ტექსტი ქართულად პირველად XVIII ს. ბოლოს დაიბეჭდა. მეცნ.-კრიტ. გამოცემა არა გვაქვს. მოგვიანებით დ-ის ცნება გაფარ- თოვდა და ჰიმნოგრაფიაში ერთგვარ ჟანრადაც ჩამოყალიბდა. ასე შეიქმნა ჯვრის, გაბრიელ მთავარანგელოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ბარბარეს, აგრეთვე, სვეტიცხოვლის (ავტორი ნიკოლოზ გულაბერისძე), წმ. ნინოს და სხვ. ორიგინ. დ-ები.

ლიტ .: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963. მ. ქავთარია.