დაფდაფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ა ბ დ ა ბ ი, დიდი ზომის დასარტყამი (საცემელი) საკრავი, რომლის რკალზე მარჯვნივ და მარცხნივ ტყავია გადაკრული. "დაფი – ესე არს გრკალი, ცალთა მხარეთა ეტრატი აკრავს საცემლად მროკავთათვის, ხოლო დაფდაფსა ორსავე მხარეს ეტრატი აქვს..." (ს.-ს. ორბელიანი). დ. გარკვეული სიმაღლის ბგერას არ იძლევა. მას აქვს სავსე, მძიმე, რბილი ხმა. დ-ის ლითონის ცილინდრი დადგმულია სპეც. სადგომზე. "იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი" (რუსთაველი), იხ. დოლი.