დაფნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაფნა. კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis).
დაფნა. აზორის დაფნა (Laurus azorica).

(Laurus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი ხეები ან ბუჩქებია, აქვს ქოლგისებრ ყვავილებად შეკრებილი მომწვანოყვითელი ყვავილები, მოლურჯო- შავი კურკიანა ნაყოფი. გვარში 2 სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში კულტივირებულია დ-ის 1 სახეობა – კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ი (ჩვეულებრივი) დ. (L. nobilis). მისი სიმაღლე 2–12 (ზოგჯერ მეტიც) აღწევს. გაველურებული სახით გვხვდება კოლხეთის ბუნებრივ მცენარეულობაში, ზ. დ. 300 –მდე, სუბტროპ. ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ, კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დ-ის პლანტაციები. მრავლდება თესლით, კალმით (სათბურებში) და გადაწვენით (ზაფხულში). უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს. ფოთოლს ხმარობენ სუნელ- სანელებლად, ნაყოფის ზეთი სამკურნალოა, მერქანი მძიმე, გამძლე და დრეკადია. მისგან აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა სახის წვრილმან ნივთებს. დ. დეკორატიულია, კარგად იტანს გაკრეჭას, იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობედ, ბორდიურად. საქართვ. ზოგიერთ ბაღ-პარკში მოშენებულია ა ზ ო - რ ი ს ანუ კ ა ნ ა რ ი ს დ. (L. azorica, L. canariensis), რ-იც ნაკლებ ყინვაგამძლეა. მ. სახოკია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დაფნა&oldid=3962-დან“