დაფნარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემ- ში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. რკინიგზის სადგური, საავტ. გზების კვანძი. ზ. დ. 40 , სამტრედიიდან 7 კმ. 677 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, მდ. რიონის მარცხ. ნაპირას, აღმოჩენილია ძვ. წ. V–II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. 1966–73 გათხარეს (ხელმძღვ. ნ. კიღურაძე) ბუნებრივ და ხელოვნურ ტერასებზე აგებული ბათქაშით შელესილი წნული ოთხკუთხა ფაცხები. საოჯახო სამაროვნები განლაგებული იყო ცალკეულ ბუდეებად. როგორც ჩანს, საკარმიდამო ნაკვეთებზე სამარხებად გამოყენებულია ორმოებში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ჩადგმული საღვინე ქვევრები. იყო როგორც შედარებით მდიდრული, ისე ღარიბული სამარხები. არქეოლ. მასალა (თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაული, მონეტები) ადასტურებს ქონებრივ დიფერენციაციას სასოფლო თემის შიგნით. დ. ანტ. ხანის ქალაქ ვანის სას.- სამ. გარეუბანს წარმოადგენდა. მოსახლ. მისდევდა მევენახეობამეღვინეობას და ჩაბმული იყო სასაქონლო- ფულად ურთიერთობაში, რასაც ხელს უწყობდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონ. კომუნიკაციათა სიახლოვე. ნ. კიღურაძე.