დაქუეხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყინვარი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, თებულოს მთის სამხრ. კალთაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 1,7 კმ. ფართ. 0,8 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 3350 სიმაღლემდე. ასაზრდოებს მდ. მადნისხევისწყალს (პირიქითის ალაზნის სისტემა).