დაღალულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინდორი ქართლში, გაღმამხარში. ვახუშტი ბატონიშვილი საციციანოს აღწერისას დ-ს შესახებ წერს: "ხოლო კუალად წრომის ჩდილოს, მტკურის კიდესა ზედა, არს დ ა ღ ა ლ უ ლ ა მ ი ნ დ ო რ ი და, ნაშენი და ფრიად ნაყოფიერი". დ-ს ვახუშტი იხსენიებს აგრეთვე XVIII ს. დასაწყისში დას. საქართველოში ფეოდ. ანარქიის ეპიზოდების გადმოცემისას. 1701, როდესაც ერეკლე I-მა გ.-მ. აბაშიძის წინააღმდეგ გაილაშქრა, რათა მისთვის ხეფინისხევი წაერთმია, მან ქართლ-კახეთის მხედრობას დ-ს მინდორზე მოუყარა თავი.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ზ. ცინცაძე.