დაშბაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტ ა შ ბ ა შ ი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ჭოჭიანის პლატოზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 1500 , წალკიდან 2,5 კმ . 367 მცხ. (2002). სოფლის ძვ. სახელია ახალქალაქი (იხ. ახალქალაქი თრიალეთისა). სოფელში ორი ეკლესიაა, ერთი – წმ. გიორგისა – "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა (წარწერის მიხედვით X– XI სს.), მეორე ეკლესია – თლილი ქვით ნაგები უგუმბათო შენობა. დ-ის მიდამოებში არის ლავებში ღრმად ჩაჭრილი კანიონი, რ-ის მარჯვ. ქარაფოვან გვერდში გამოქვაბულთა ჯგუფია. ეს გამოქვაბულები ძირითადად ადამიანის მიერ არის გამოკვეთილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აშკარად ემჩნევა, რომ ბუნებრივი სიღრუისგან გაჩნდა (არის ლავური ნაღვენთები). დაშბაშის კანიონი შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში".