დაჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უ ჯ ა რ მ ე ლ ი, ქართლის მეფე VI ს. დამდეგს, ვახტანგ I გორგასალის ძე. იზრდებოდა უჯარმა- ში და ცნობილია ამ ზედწოდებით. ჯუანშერის ცნობით, დ-მ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათოლიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია (იხ. სტ. ანჩისხატი).

წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ჯ უ ა ნ შ ე რ ი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლ. ფარცხალაძე.


დაჩი

X ს. ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. ქართულად თარგმნა ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა თარგმანების, ანუ კომენტარის X ნაწილი (შედის 973–976 გადაწერილ შატბერდის კრებულში , ხელნაწერი s-1141). თარგმანს წინ უძღვის სტეფანე მტბევრისადმი მიწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ-ს ბერძნულის უცოდინრობის გამო ფსალმუნი სომხურიდან გადმოუღია. წერილის თანახმად, მას უთარგმნია მხოლოდ 7 ფსალმუნის კომენტარი, ქართ. ტექსტი კი 15 ფსალმუნის თარგმანებას შეიცავს. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი ფსალმუნების კომენტარებიც დ-მ თარგმნა.

ლიტ .: ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX–X საუკუნეებში, თბ., 1944; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960. მ . შანიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დაჩი&oldid=3552-დან“