დაჩითვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაჩითული ქსოვილი.

ქსოვილზე მხატვრული სახეების გადატანა ხის საბეჭდების (საჩითავი ყალიბების) მეშვეობით. აღმოსავლეთის ქვეყნების მსგავსად ხელოსნობის ეს დარგი ძველად საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამას ადასტურებს წერილობითი წყაროები, XII–XVIII სს. ქართ. ხელნაწერი წიგნების ყდებზე გადაკრული დაჩითული ქსოვილების იშვიათი ნიმუშები და ეთნ. კოლექციები. გვიანდ. ფეოდ. ხანის წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ საქართვ. ზოგიერთ ქალაქში ქსოვილების დასაჩითი საგანგებო სახელოსნოები იყო, რომელთა მოხელეს მ ჩ ი თ ა ვ ი ეწოდებოდა. XIX ს-ში ასეთი სამღებრო სახელოსნოები ყოფილა თბილისში, გორში, თელავ- ში, ახალციხეში, ბათუმსა და სხვ. ქალაქებში. ამ სახელოსნოებში სელის ბამბისა და აბრეშუმის სადა 345 ქსოვილებს პოზიტიური და ნეგატიური წესით ჩითავდნენ. პ ო ზ ი ტ ი - უ რ ი წ ე ს ი თ დ - ი ს ა ს გამოსაყვანი სახეები სადა ქსოვილის მთელ ზედაპირზე დაჰქონდათ; დ-ის ეს წესი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ნ ე გ ა - ტ ი უ რ ი წ ე ს ი თ დ - ი ს დროს (ბ ა ტ ი კ ა) ქსოვილის ზედაპირს საბეჭდავით უშუალოდ საღებავს კი არ უსვამდნენ, არამედ ცხიმნარევი ცვილის თხელ ფენას, რ-იც გამოსაყვან სახეებს ფარავდა. ამის შემდეგ ქსოვილს მთლიანად საღებავში ჩადებდნენ. საღებავი ქსოვილს ყველგან გაუჯდებოდა, გარდა ცვილით დაფარული ადგილებისა, რ-ებიც ცვილის გაცლის შემდეგ ქსოვილზე თეთრად ჩანდა. რუს. და ევრ. ქვეყნებისაგან განსხვავებით, დ-ის ნეგატიურ წესს საქართველოში ლურჯი სუფრის დამზადების დროს იყენებდნენ. ქართლსა და ლეჩხუმში სახიანი ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ ნეგატიური მხატვრული მღებრობის ერთ-ერთ უძველეს და უმარტივეს წესს, ე. წ. კვანძებით დ-ს. სოფ. ბაზალეთში დასაჩითად "სამღებრო ქვებს", ანუ "სამღებრო კენჭებს" ხმარობდნენ. ამ კენჭებს სადა ქსოვილში ერთმანეთის მოშორებით გამოახვევდნენ, ზედ "ტყლაპებს" (ქსოვილის ნაჭრებს) შემოახვევდნენ, ძაფს მოუჭერდნენ და მთლიანად ჩადებდნენ საღებავში. კენჭგამოკრული ადგილები შეუღებავი რჩებოდა და ქსოვილის ზედაპირი ჭრელი გამოდიოდა. ანალოგიური წესით ქსოვილის დ-ს ლეჩხუმში "ჭრელის მიცემა" ეწოდებოდა.

ლიტ .: ბ რ ა ი ლ ა შ ვ ი ლ ი ნ., დაჩი- თული ქსოვილები (ალბომი), თბ., 1964; ჩ ა ჩ ა შ ვ ი ლ ი გ., საქართველოს მუზეუმის საჩითავების კატალოგი, თბ., 1962. გ. ჩაჩაშვილი.