დაწყებითი სკოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული საეკლესიო-სამრევლო სკოლები (სიონის, ქაშვეთის, მეტეხის, ან- ჩისხატისა და სხვ.). 1778, გაიოზ რექტორის ხელმძღვანელობით, თბილისში დაარსდა რუს. ენის შემსწავლელი სკოლა, რ-მაც იარსება 1795-მდე (გაანადგურა აღამაჰმად- ხანმა თბილისის დარბევის დროს). საერო დ. ს. საქართველოში იხსენიება 1801 შემდეგ. 1801–40 თბილ. გუბერნიაში მხოლოდ 4 დ. ს. გაიხსნა. მეფის რუსეთში კაპიტალ. ურთიერთობათა ზრდამ მის განაპირა მხარეებში დ. ს-ის რიცხვის მატება განაპირობა. 1900 დ. ს. უკვე ორი რიგისა იყო: დაბალი და მაღალი ტიპის. 1921 შემდეგ სახ. განათლების სისტემის გარდაქმნის შედეგად საქალაქო დ. ს. გამოიყო სწავლების ცალკე საფეხურად – ოთხწლედად და განისაზღვრა მისი შინაარსი, ამოცანები, საყოველთაო- სავალდებულო ხასიათი. დ. ს., როგორც სახ. განათლების დამოუკიდებელი საფეხური, 1958 გაუქმდა და დარჩა განათლების დაწყებით კონცენტრად (სწავლების ვადა – 4 წელი). საქართვ. ეროვნ. სასწავლო გეგმა დ. ს-ს განიხილავს როგორც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურს; სწავლების ვადა – 6 წელი.