დგებუაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონ ტატაშის ძე (1835, მარტვილი, – 1882, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (დაახლ. 1880). ახალგაზრდობიდან მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის ჯარებში. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. იყო მეგრული რაზმის მეთაური. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.




სარჩევი

დგებუაძე გივი ანდროს ძე

გ. დგებუაძე.

(21. IX. 1929, თერჯოლა, – 15. IX. 2011, თბილისი), მეტალურგი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1968). 1954 დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინ-ტი. 1954–57 მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1957-იდან – ფ. თავაძის სახ. მეტალურგიის ინ-ტში (1973-იდან იყო ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე). დ-ის ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს. 1980–84 მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახ. გეომ. პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ-ერთი მეტალ. საწარმოს ორი ღუმლის პროექტში. დ-ის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის (ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინ- თერმული პროცესით. 1994 ამ სამუშაოს შესრულებისათვის დ-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და გამოგონებისა.





დგებუაძე ვლადიმერ რევაზის ძე

(დ. 2. X. 1970, თბილისი), სპორტსმენი (ძიუდო). ევროპის ჩემპიონი (1993), ევროპის თასის მფლობელი (1989), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), კეთილი ნების თამაშების მესამე პრიზიორი (1990), ატლანტის ოლიმპიური თამაშების (1996) მონაწილე. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი ძიუდოში.





დგებუაძე ლევან ნიკოლოზის ძე

(1896, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 1924, თბილისი), საქართველოს 1921–24 ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. ამავე მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლის ნ. დგებუაძის ძმა. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სა- თავადაზნაურო გიმნაზია (1916). სწავლობდა თბილისის სახელმწ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. 1917-იდან იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1918–21 – საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ოფიცერი; საქართვ.- სომხ. ომის (1918), 1921 თებ. კოჯორ-ტაბახმელას- თან რუს. მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების, საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის (1921) შემდეგ 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. მონაწილეობდა 1924 აგვ. საერთო-ეროვნ. აჯანყების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924) მომზადებაში. 1924 სექტ. დააპატიმრეს და დახვრიტეს თბილისში. ლ. ურუშაძე.





დგებუაძე მაია ამბროსის ასული

(დ. 10. XI. 1954, ხობი), მორფოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997). 1977 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი; 1978-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის ადამიანის ნორმალური ანატ. კათედრაზე (შემდგომში დეპარტამენტი). 2006-იდან ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. დ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციური მორფოლოგიის აქტუალურ საკითხებს. დ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის, ავტორია. არის ინტეგრაციული ანთროპოლოგიის საერთაშ. აკადემიის წევრი (1998), აგრეთვე საქართვ. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრი (1978-იდან), 2006-იდან კი – გამგეობის წევრი; 2000-იდან – მორფოლოგთა საერ- თაშ. ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

თხზ .: თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგიის თავისებურებანი მრავლობითი არტერიებით მისი სისხლმომარაგებისას, თბ., 1995; სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში, თბ., 1996.





დგებუაძე მამია ილიას ძე

(4. VIII. 1927, სოფ. დიდი ჭყონი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 16. VII. 2011, თბილისი), ფიზიოთერაპევტი, კურორტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1974), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრაზე (1974–98 იყო კათედრის გამგე, 1998-იდან კათედრის პროფესორი). იყო პროფილაქტიკური მედ. და ადამიანის ეკოლ. მეცნ. აკად. წევრი (1994). დ. შეისწავლიდა რევმატიულ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს და სხვ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისათვის გამოსცა სახელმძღვანელო "ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია" (1994). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).




დგებუაძე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

(1900, სოფ. ღანირი, ქუთაისის მაზრა, – IX. 1924, თბილისი), საქართველოს 1921–24 ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1918). 1920-იდან სწავლობდა თბილისის სახელმწ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე (ისტ. განხრით). 1918–21 დ. იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ოფიცერი – საქართვ.- სომხ. ომის (1918), წითელ ხიდთან საბჭ. ჯარისა (1920) და კოჯორ-ტაბახმელასთან რუს. მე- 11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების (1921, თებ.), ამასთანავე ბათუმის ომის (1921, მარტი) აქტ. მონაწილე. მხედრული წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით. 1917-იდან დ. იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. საბჭ. რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ, 1921–24 იყო ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის იატაკქვეშა ცენტრ. კომიტეტის და პარტიის სამხ. კომისიის წევრი. დ. აქტ. მონაწილეობდა საქართვ. 1924 აგვ. აჯანყების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924 ) მომზადებაში. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს ძმასთან ლ. დგებუაძესთან ერთად 1924 სექტ. თბილისში. ლ. ურუშაძე.





დგებუაძე ორდე სოლომონის ძე

[5 (18). IX. 1905, სოფ. ანაკლია, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 22. XI. 1963, თბილისი], მწერალი. დაამთავრა პროლეტკულტის კინოსტუდია. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1938-იდან. მისი ნაწარმოებები უმთავრესად დეტექტიური ჟანრისაა. მათგან აღსანიშნავია მოთხრობების კრებულები: "დამნაშავენი" (1945), "უცნობი მეგობარი" (1955), "მოთხრობები" (1974), ორი ვრცელი მოთხრობა – "მეორედ დაბადება" (1954) და "განთიადის დედოფალი" (1962); რომანი "ჩაძირული თოლია" (1964). მასვე ეკუთვნის კინოსცენარი ფილმისა "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957, ლ. ხოტივარის თანაავტორობით). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




დგებუაძე ქუჩუ ანდროს ძე

(16. IV. 1911, თბილისი, – 12. III. 1963, ქუთაისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1931). მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1936–52), ქუთ. პირველი საპროექტო ორგანიზაციის "ქუთოლქპროექტის", შემდგომ "საქქალაქმშენსახპროექტის" ფილიალის დირექტორად (1952–63). ავტორია საქართვ. სხვადასხვა ქალაქში აშენებული საცხოვრ. (თბილისი, ბელინსკის ქ., #1, ა. თევზაძესთან ერთად, 50-იანი წწ.), საზ. და სამრეწვ. ნაგებობებისა. ძირითადი ნამუშევრებია: თბილისში – ვაკის პარკის დაგეგმარება და განაშენიანება (1945–55; დენდროლოგი ე. ციციშვილი), სტადიონი "ქარიშხალა" (1956) და სხვ. ს. კინწურაშვილი.