დგებუაძე-ფულარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. დგებუაძე-ფულარია.

მარიამ (ფუცუ) დავითის ასული [15 (27). VIII. 1887, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 23. VII. 1969, თბილისი], მწერალი. დაამთავრა ქუთ. წმინდა ნინოს სასწავლებელი (1906). მუშაობდა მასწავლებლად საქართვ. სხვადასხვა რ-ნში. პირველი მოთხრობა 1907 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა უმთავრესად ჟურნ. "ნაკადულსა" და "ჯეჯილში". 1926–27 ქუთაისში ცალკე წიგნად გამოიცა მოთხრობები: "გრძნობათა ნანგრევებზე", "მოჩხუბარიძის სიკვდილი", "ჩაის მკრეფავები", "რუსუდანი", "ქალის გული" და სხვ. 1951 გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული, შემდეგ წლებში რომანები: "ოქროს ბეჭედი" (1952) და "ტყვარჩელის ლამპიონები" (1954); ნარკვევი "მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში" (1957) და "მოგონებები" (1959). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: თხზულებანი, სოხ., 1962; ოქროს ბეჭედი. რომანი. – მოგონებები. – ქართველი მოღვაწე ქალები, თბ., 1968.