დებედა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სიგრძე 178 კმ , აუზის ფართ. 4,1 ათ. კმ 2. სათავეს იღებს სომხეთში, ჯავახეთის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, 2090 სიმაღლეზე. საქართვ. ტერიტორიაზე სოფ. სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში გამოდის და მარჯვნიდან ერთვის მდ. ხრამს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი სოფ. სადახლოსთან 29,7მ 3/წმ . იყენებენ სარწყავად. დ-იდან გაყვანილია ლამბალოს არხი , სადახლოს არხი და სხვა არხები.