დებეცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ფრანცის ძე [24. XI (7. XII). 1905, ტომსკი, – 19. I. 1969, მოსკოვი], რუსი ანთროპოლოგი. საბჭ. პალეოანთროპოლოგიისა და ისტ. ანთროპოლ. ერთ-ერთი ფუძემდებელი. ანთროპოლოგიისა და ტოპოგრაფიის მეცნიერების საერთაშორისო კავშირის ვიცეპრეზიდენტი (1968). მისი შრომები შეეხება უმთავრესად ეთნ. ანთროპოლ. და პალეოანთროპოლოგიის საკითხებს. დ-ის უშუალო მონაწილეობით ანთროპოლოგიურად იქნა შესწავლილი საქართველოს (1950–54), აზერბაიჯანის (1951– 52), დაღესტნის (1954) და ნაწილობრივ სომხეთის თანამედროვე მოსახლეობა.

თხზ .: Палеоантропология СССР, Труды Ин-та этнографии, М.–Л., 1948; Антропологические типы населения СССР и некоторые проблемы этногенеза, М.–Л., 1956; Антропологические исследования в Дагестане, Труды Ин-та этнографии, М., 1956.

ლიტ.: А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Быть кому-то нужным (Г. Ф. Дебец и антропология Кавказа), «Литературная Грузия », 1980; «Советская этнография», 1969, №1 (ბიბლ.). მ. აბდუშელიშვილი.